ტონზურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა გრიგოლ პალამას ხატი

ტონზურა - (ლათ. tonsura კრეჭა, პარსვა, ბერძნულად κουρά) – თავზე (თავის წინ) ან კინკრიხოზე მრგვალად ამოპარსული ადგილი. სიმბოლურად აღნიშნავდა ეკლის გვირგვინს. კათოლიკურ ეკლესიაში ტონზურის წესი აკრძალეს 1973 წელს. აღმოსავლეთის ეკლესიაში მის არსებობაზე მიუთითებს ტრულის კრების 21-ე კანონი: „სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მადლი და მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად, ვინაიდან სოფელში ყოფნას უფრო პატივსა სცემს იგი, ვიდრე ზეციურ მოქალაქობას“ (იხ. დიდი სჯულის კანონი, ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ. თბ. 2009. გვ.245).

ტონზურის არსებობაზე, ასევე, მიუთითებს სოფრონ იერუსალიმელი. გამოჰყოფენ პავლე მოციქულის ტონზურას (თმის მოპარსვას თავის წინა ნაწილზე) და პეტრე მოციქულის ტონზურას (კინკრიხოზე თმის ამოპარსვას). აღმოსავლეთში ტონზურის გავრცელების დასადასტურებლად მივუთითებთ წმინდა გრიგოლ პალამას ყველაზე ცნობილ ხატზე, რომელზეც ეკლესიის დიდი მამა გამოსახულია ტონზურით (ამოპარსული კინკრიხოთი).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები