ტრაპეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]
 
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]]
 
‏‎[[კატეგორია:საეკლესიო ნივთები]]
 
‏‎[[კატეგორია:საეკლესიო ნივთები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური სიმბოლოები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური სიმბოლოები]]

მიმდინარე ცვლილება 13:37, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ტრაპეზი

ტრაპეზი – მაგიდა, რომელიც დგას საკურთხეველში; ღვთისმსახურებისას მასზე გადაფარებულია ოდიკი. ღვთისმსახურების დროს ტრაპეზზე დააბრძანებენ წმინდა ძღვენს (პურსა და ღვინოს). ტრაპეზზე, ასევე, დაბრძანებულია წმინდა სახარება, ჯვარი, დიდი და პატარა სასანთლე.

მთელი ტაძრის გულისგული არის ტრაპეზი: ის არის ღვთის სასუფევლის ტრაპეზი („და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც აღმითქვა მე მამამ ჩემმა, სასუფეველს, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს ტაბლაზე ჩემს სასუფეველში...“ (ლუკა, 22:29-30).); ტრაპეზზე ჩვენ მამა ღმერთს ვწირავთ ქრისტეს „უსისხლო მსხვერპლს“, ხოლო ტრაპეზიდან ჩვენ გვეძლევა სიცოცხლის პური – საპასექო სერობის ხორცი და სისხლი უფლისა.

ჩვეულებრივ, ტრაპეზი გაკეთებულია ხისგან ან ქვისგან და დაფარულია ლამაზი ფარჩის ქსოვილით, რათა აღინიშნოს მისი ღვთაებრივი და ზეციური ხასიათი. ფორმით ის უბრალოა (როგორც წესი, კუბის ფორმის) და დგას საკურთხევლის ცენტრში, რათა შესაძლებელი იყოს ყველა მხრიდან მისი შემოვლა.

ტრაპეზზე ყოველთვის დევს ოთხთავი და ოდიკი – ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია ქრისტეს გარდამოხსნის ხატი. ოდიკზე ამოქარგულია ეპისკოპოსის ხელმოწერა, რაც ნიშნავს ნებართვას ადგილობრივი მრევლისთვის, შეიკრიბოს ერთად, როგორც ეკლესია. „ოდიკი“ ბერძნულად ნიშნავს „ტრაპეზის სანაცვლოს”: რადგანაც ეკლესიის მთავარი მწყემსი არის ეპისკოპოსი, ნაცვლად მისი ტრაპეზისა, რომელიც დგას საკათედრო ტაძარში, სამრევლო ეკლესიებში გამოიყენება ოდიკი. მასში ჩაკერებულია რომელიმე წმინდანის ნაწილი, რომელიც მოგვაგონებს, რომ ეკლესია დგას წმინდანთა სისხლსა და ცხოვრებაზე. წმინდა ნაწილების ოდიკში ჩაკერების ტრადიცია მომდინარეობს ძველი ქრისტიანული ტრადიციიდან, როცა ევქარისტიას აღასრულებდნენ ქრისტიანთა საფლავებზე. ასევე, როგორც წესი, წმინდა ნაწილი ინახება თვით ტრაპეზშიც.

ტრაპეზზე, ასევე, დევს დიდი სანაწილე – წმინდა ძღვნის შესანახი ჭურჭელი, რომელსაც პატარა ეკლესიის ფორმა აქვს. სანაწილეში ინახება ზიარების სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც იყენებენ ავადმყოფთა და მომაკვდავთა საზიარებლად. ტრაპეზზე დგას შვიდსანთელი (შვიდტოტა), რომელიც ძველი აღთქმის იუდეური ტაძრის ტრადიციიდან მოდის. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის ტაძარი მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებასა და საეკლესიო-მშენებლობით ტრადიციაში გამოიყენება, როგორც ღვთის სასუფეველში „სულსა და ჭეშმარიტებაში” ღმერთის თაყვანისცემის პროტოტიპი. და ბოლოს, ტრაპეზზე, მორწმუნეთა საკურთხებლად დევს პატარა ჯვარი.


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები