ტრიპტოლემოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ქალიშვილის დაბრუნებით გახარებული [[დემეტრე]] რომ ელევსინს ტოვებდა, მეფის ძე, ტრიპტოლემოსი იხმო და პურის თესლი
 
უბოძა. ურჩია, სამგზის გადაეხნა რარიის ველი, ელევსინის მახლობლად რომ მდებარეობდა და შავ მიწაში ჩაეყარა [[პური]]ს მარცვალი. ტრიპტოლემოსმა აღასრულა ღვთაების ნება. უხვი მოსავალი მოვიდა დემეტრეს მიერ დალოცვილ მიწაზე. შემდეგ
 
ქალღმერთმა ჯადოსნური ეტლიც უძღვნა მეფისწულს და უბრძანა, მთელი ქვეყანა შემოევლო ამ ფრთოსანი ეტლით და ადამიანთათვის მიწის სიყვარული, ყანების მოვლა და პურის მოყვანა ესწავლებინა.
+
ქალღმერთმა ჯადოსნური ეტლიც უძღვნა მეფისწულს და უბრძანა, მთელი ქვეყანა შემოევლო ამ ფრთოსანი ეტლით და ადამიანთათვის მიწის სიყვარული, [[ყანა|ყანების]] მოვლა და პურის მოყვანა ესწავლებინა.
  
სად არ მიაფრენდა ტრიპტოლემოსს ეს ღვთიური ეტლი. ყველა ქვეყანა მოიარა, ყველგან დამოძღვრა შრომისმოყვარე ადამიანები. შორეულ სკვითიასაც ეწვია ღმერთის რჩეული ჭაბუკი. მაშინ იქ მეფე ლინკოსი მართავდა ქვეყანას. მიწათმოქმედება რომ შეისწავლა ველურმა მეფემ, ტრიპტოლემოსის მოკვლა განიზრახა, რათა დიადი მოძღვრის სახელი მიეთვისებინა. მაგრამ დემეტრემ დაიფარა თავისი რჩეული: როცა ლინკოსი ღამით მალულად შეიპარა იმ ოთახში, სადაც ტრიპტოლემოსს ეძინა, დიდმა ქალღმერთმა სკვითების ღვარძლიანი მეფე ფოცხვერად აქცია სწორედ იმ წამს, მახვილი რომ აღმართა მძინარეს თავზე. ფოცხვერად გარდასახული ლინკოსი უსიერ ტყეში მიიმალა. ტრიპტოლემოსმა კი მიატოვა სკვითების მიწა და სხვა ქვეყნისაკენ გაეშურა. მალე შეიგრძნეს ადამიანებმა დემეტრეს მადლი. მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ხარობს ჯეჯილი და მწიფდება ყანა.
 
მიმდინარე ცვლილება 16:43, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ტრიპტოლემოსი.
კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. IV ს. დასაწყისი), რომი, ვატიკანის მუზეუმი

ტრიპტოლემოსი(ბერძნ.) მიწათმოქმედების უძველესი ღვთაება, რომელიც სამგზის გადახნულ მინდორს განასახიერებდა. ელევსინის მეფის, კელეოსისა და მეტანირას ძე.

ქალიშვილის დაბრუნებით გახარებული დემეტრე რომ ელევსინს ტოვებდა, მეფის ძე, ტრიპტოლემოსი იხმო და პურის თესლი უბოძა. ურჩია, სამგზის გადაეხნა რარიის ველი, ელევსინის მახლობლად რომ მდებარეობდა და შავ მიწაში ჩაეყარა პურის მარცვალი. ტრიპტოლემოსმა აღასრულა ღვთაების ნება. უხვი მოსავალი მოვიდა დემეტრეს მიერ დალოცვილ მიწაზე. შემდეგ ქალღმერთმა ჯადოსნური ეტლიც უძღვნა მეფისწულს და უბრძანა, მთელი ქვეყანა შემოევლო ამ ფრთოსანი ეტლით და ადამიანთათვის მიწის სიყვარული, ყანების მოვლა და პურის მოყვანა ესწავლებინა.

სად არ მიაფრენდა ტრიპტოლემოსს ეს ღვთიური ეტლი. ყველა ქვეყანა მოიარა, ყველგან დამოძღვრა შრომისმოყვარე ადამიანები. შორეულ სკვითიასაც ეწვია ღმერთის რჩეული ჭაბუკი. მაშინ იქ მეფე ლინკოსი მართავდა ქვეყანას. მიწათმოქმედება რომ შეისწავლა ველურმა მეფემ, ტრიპტოლემოსის მოკვლა განიზრახა, რათა დიადი მოძღვრის სახელი მიეთვისებინა. მაგრამ დემეტრემ დაიფარა თავისი რჩეული: როცა ლინკოსი ღამით მალულად შეიპარა იმ ოთახში, სადაც ტრიპტოლემოსს ეძინა, დიდმა ქალღმერთმა სკვითების ღვარძლიანი მეფე ფოცხვერად აქცია სწორედ იმ წამს, მახვილი რომ აღმართა მძინარეს თავზე. ფოცხვერად გარდასახული ლინკოსი უსიერ ტყეში მიიმალა. ტრიპტოლემოსმა კი მიატოვა სკვითების მიწა და სხვა ქვეყნისაკენ გაეშურა. მალე შეიგრძნეს ადამიანებმა დემეტრეს მადლი. მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ხარობს ჯეჯილი და მწიფდება ყანა.

გარდაცვალების შემდეგ ტრიპტოლემოსი ცად ამაღლდა. დიდი ფილოსოფოსის, პლატონის თანახმად, იგი ჰადესის ერთ-ერთი მსაჯულთაგანია. ათენელებს მისთვის ტაძარიც კი აუგიათ აკროპოლისის დასავლეთ ფერდობზე.

ხელოვანნი ტრიპტოლემოსს წარმოსახავდნენ ხან ბიჭუნას, ხან კი წვერებიანი კაცის სახით, რომელსაც ხელში თავთავი და ღვინით სავსე თასი ეჭირა. საყოველთაოდ არის ცნობილი ელევსინური რელიეფი, რომელზეც დემეტრე თავის რჩეულ ტრიპტოლემოსს პურის თავთავს აწვდის.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები