ტროპარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტროპები – ჩანართები ფსალმუნების ან ქორალების კანონიზირებულ ტექსტში ან ჰანგში. ბიზანტიურ ეკლესიაში ტროპები (ან ტროპარი) ჯერ კიდევ V საუკუნეში იყო ცნობილი; კათოლიკურ ეკლესიაში, გრიგორიანული ქორალის ჩანართები IX საუკუნეში ფრაზა-ჰანგიდან დიდ ნაგებობებში გადაიზარდა. ტროპები-დიალოგებიდან წარმოიშვა ლიტურგიული დრამა. ტროპები, ისევე როგორც სეკვენციები ხელს უწყობდნენ საეკლესიო მუსიკაში უფრო ცხოვრებისეული ინტონაციების შეღწევას. XVI საუკუნის შუა წლებში ტრიდენტის საეკლესიო კრებამ აკრძალა ტროპები კათოლიკურ ლიტურგიაში.


იხილე აგრეთვე

დასდებელი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები