ტუიტი კევინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კევინ ტუიტი“ გადაიტანა გვერდზე „ტუიტი კევინ“ გადამისამართება...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kiven tuiti.PNG|thumb|წარწერის ტექსტი]]
 
'''კევინ ტუიტი''' – (დ. 3 აპრილი 1954, საუთ-ბენდი, აშშ),  ამერიკელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი. პროფესორი. [[ქართული ენა|ქართულ ენა]]ს სწავლობდა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. ი. არონსონთან, შემდეგ - 1985-1986 წწ. - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]; დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1988 წელს. მუშაობს მონრეალის უნივერსიტეტში ([[კანადა]]), ანთროპოლოგიის განყოფილებაში.  
 
'''კევინ ტუიტი''' – (დ. 3 აპრილი 1954, საუთ-ბენდი, აშშ),  ამერიკელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი. პროფესორი. [[ქართული ენა|ქართულ ენა]]ს სწავლობდა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. ი. არონსონთან, შემდეგ - 1985-1986 წწ. - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]; დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1988 წელს. მუშაობს მონრეალის უნივერსიტეტში ([[კანადა]]), ანთროპოლოგიის განყოფილებაში.  
  

01:38, 28 მარტი 2024-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

კევინ ტუიტი – (დ. 3 აპრილი 1954, საუთ-ბენდი, აშშ), ამერიკელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და ეთნოლოგი. პროფესორი. ქართულ ენას სწავლობდა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰ. ი. არონსონთან, შემდეგ - 1985-1986 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1988 წელს. მუშაობს მონრეალის უნივერსიტეტში (კანადა), ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „Kartvelian Morphosyntax. Number Agreement and Morphosyntactic Orientation in the South Caucasian Languages“ (ქართველური მორფოსინტაქსი. შეთანხმება რიცხვში და მორფოსინტაქსური ორიენტაცია სამხრეთკავკასიურ ენებში), LINCOM Europa. München, 1998.

1980-იანი წლებიდან ინტენსიურად აქვეყნებს სტატიებს ქართველურ ენათა გრამატიკის საკითხებზე, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „ირიბი გარდამავალი ზმნები ქართულში“, 1987; „ქართული -ყე-ს გეოგრაფია“, 1989; „პრეფიქსი ხ ძველ (ადრინდელ) ქართულში“ 1990; „რიცხვის კატეგორია საერთო-ქართველურში“, 1992; „სვანური ატელიკური ზმნების აორისტი და ფსევდო-აორისტი“, 1994; „პარადიგმების აღდგენა ქართულში“, 1996; „სვანური ენა“, 1997; „შენიშვნა სვანურ ზმნაზე“, 1998; „დეპონენსური ზმნები ქართულში“, 2002; „ქართველური სერიების ნიშნები“, 2003.

ტუიტი ავტორია საენციკლოპედიო სტატიისა: Early Georgian (ძველი ადრეული ქართული), წიგნში: The Cambridge Encyclopaedia of the World, s Ancient Languages (ed. by Roger D. Woodward, CUP (Cambridge University Press), გვ. 967-987.

ამასთანავე იგი ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ქართული ხალხური პოეზიის პოპულარიზაციაში: მან თარგმნა და გამოსცა ანთოლოგია, რომელშიც შესულია 70-მდე ნიმუში ქართული ტექსტის ინგლისური ტრანსლიტერაციითურთ - „An Anthology of Georgian Folk Poetry“ (ქართული ხალხური პოეზიის ანთოლოგია) (I გამოც. 1994, II-2005).

რედაქტორია (დი ენ პოლისკისთან ერთად) კრებულისა: „Current Trends in Caucasian East European and Inner Asian Linguistics“. Papers in Honor of Howard I. Aronson (Edited by Dce Ann Holisky, Kcvin Tuite). Jon Bcnjamins Publishing Company. Amsterdam-Philadelphia (2003). კრებული ეძღენება პროფ. ჰოუარდ ი. არონსონს.


შ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები