ტყვიით მოწამვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყვიით მოწამვლა - მრავალი წლის მანძილზე არსებობს მოსაზრება, რომ ტყვიით დაბინძურებულ გარემოსთან ხანგრძლივი შეხება იწვევს გონებრივი განვითარების ჩამორჩენას და, ამდენად, ხდება ინტელექტის დაქვეითებისა და ქცევის დარღვევების მიზეზი. ზოგადად, მიღებულია, რომ არსებობს კავშირი ინტელექტის კოეფიციენტსა და სისხლში ან კბილის დენტინში ტყვიის შემცველობას შორის. ნაწილობრივ ეს კავშირი შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური ფაქტორებით: დაბალი ინტელექტი კავშირშია სოციალურ სტატუსთან, ხოლო ტყვიით დაბინძურება სოციალურად არაკეთილსაიმედო გარემოში გვხვდება. როდესაც სოციალური გარემოს ფაქტორი გამორიცხულია, მაინც რჩება მცირე, მაგრამ მყარი უარყოფითი კორელაცია ტყვიის მაღალ შემცველობასა და ინტელექტის კოეფიციენტს შორის (Schwartz, 1994).

ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ მძიმე ტყვიით ინტოქსიკაცია იწვევს ენცეფალოპათიას ინტელექტის შემდგომი დაქვეითებით. ნაკლებად ცნობილია, თუ რამდენად იწვევს ატმოსფეროში ტყვიის შემცველობის ზომიერი მატება (რაც ბენზინისთვის ტყვიის დამატებითაა გამოწვეული) ინტელექტის ჩამორჩენას. ვინაიდან ბავშვები უფრო მეტად ითვისებენ ტყვიას, ვიდრე მოზრდილები, ისინი გარემოს დაბინძუ დაბინძურების გამო უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგებიან

ტყვიის კავშირი ქცევით დარღვევებთან უფრო რთული დასადგენია, ვინაიდან ქცევას ვერ ვსაზღვრავთ ისეთი ზუსტი სიდიდით, როგორიცაა ინტელექტის კოეფიციენტი. აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ჩატარებულმა კოჰორტულმა კვლევებმა რაიმე კონკრეტული შედეგები არ აჩვენა. იმ ქალაქებში, სადაც დაშვებულია ტყვიისგან თავისუფალი საწვავი, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰაერის ტყვიით დაბინძურების მაჩვენებელი. აშშ-ში 1976-1994 წლებში ბავშვების სისხლში ტყვიის საშუალო კონცენტრაციამ იკლო თითქმის 80%-ით (Needleman, 1998).


იხილე აგრეთვე

ტყვიისმიერი ენცეფალოპათია


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები