უარყოფა (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უარყოფა - (denial), რეალურად არსებული ვითარების მიუღებლობა ან დაუშვებლობა. მაგ., ტვინის ზოგიერთი პათოლოგიისას გამოხატულია ანოზოგნოზია, პაციენტის მიერ არსებული სიმპტომების და ინვალიდიზაციის შეუცნობლობით.

ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, უარყოფა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია, რომლის საშუალებით უარყოფილია ავადმყოფური გამოცდილება ან რომელიმე პიროვნული ასპექტი. (მჯო-სფსიქიატრიის ლექსიკონები)

უარყოფა რეპრესიასთან დაკავშირებული ცნებაა. უარყოფის დროს პიროვნება ისე იქცევა, თითქოს მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც, წესით, უნდა იცოდეს. მაგალითად, მან იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნისაგან იღუპება, მაგრამ ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს არც კი გაუგია თავისი დიაგნოზი. მოცემულ სიტუაციაში უარყოფას ადაპტაციური ფუნქცია აქვს, რადგან მან შეიძლება დეპრესიის შესუსტებას შეუწყოს ხელი, მაგრამ ავადმყოფობის ადრეულ სტადიაზე უარყოფამ შესაძლოა განაპირობოს ის, რომ ადამიანმა უარი თქვას აუცილებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებაზე. ამ შემთხვევაში უარყოფა არაადაპტაციური იქნება.(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები