ულტიმატუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ულტიმატუმი (ლათინური ultimatum – ბოლო)საერთაშორისო სამართალში – კატეგორიული მოთხოვნა, რომელსაც წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით უყენებს ერთი სახელმწიფო მეორეს ზემოქმედების შემდგომი ღონისძიებების გამოყენების მუქარით იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გარკვეული ვადისთვის არ შესრულდება. გაეროს წესდება კრძალავს ულტიმატუმის ფორმას, თუ იგი შეიცავს ძალის გამოყენების, ომის გაჩაღების მუქარას.

ულტიმატუმი ომის პირობებში

ომის პირობებში ულტიმატუმი შეიძლება სამხედრო სარდლობამ წაუყენოს მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფებას და ამავე დროს შესთავაზოს, შეწყვიტოს უიმედო წინააღმდეგობა, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი სისხლისღვრა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები