ურაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
* [[ბიბლიური მცენარეები]]
 
* [[ბიბლიური მცენარეები]]
  
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 +
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]]

12:59, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ურაშა

ურაშა - (oterium polygamum Desf. = Sanguisorba minor subsp. Magnolia [Spach] Briq.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, ძირში ფოთლებიანად ცოტად თუ ბევრად გაფარჩხულბეწვიანი, ზედა ნაწილში შიშველია, ზოგჯერ კი მთლიანად შიშველი. ფოთლები კენტფრთისებურია, უმეტესობა ფესვის ყელთანაა თავმოყრილი. თავაკები გრძელყუნწიანია, სფერული, 2 სმ-მდე სიგრძის. ჯამი მოყვითალოა, ზოგჯერ წაბლისფერი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მშრალ ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ ნაზვავებზე, ტყის პირებში, ბუჩქნარებს შორის, ნაჩხატებსა და ნათესებში მთის ზედა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ეკალი

ურაშა – ბიბლიური მცენარე

ურაშა ბასრი ეკლების მქონე ბუჩქოვანი მცენარეა. ადამიანი , ერიდება მასზე გავლას, უფრთხის ეკლების გამო. დამოწმებულ მუხლში ურაშა არის ნახსენები მისი ბოროტი თვისების გამო, შეეჩეხოს ადამიანი, მან კი თვალი გამოთხაროს მას უფალი ღმერთი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრებულ ებრაელობას აფრთხილებდა არ შერეოდნენ იმ ხალხს, რომელიც მათთან ერთად დარჩა ამ მხარეში, არ ეხსენებინათ, თაყვანი არ ეცათ მათი ღმერთებისათვის. ასეთ ვითარებაში აფრთხილებს ებრაელ ხალხს ღმერთი და იესო ნავეს პირით ეუბნება ქვემოთ მოტანილ სიტყვებს, რითაც გასაგები ხდება, რატომ აშინებს უფალი ებრაელ ხალხს ურაშათი.

„იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“. (იესო ნავეს ძე 23,130




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები