ურემი ორბორბლიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურემი ბორბლებიანი

ურემი ორბორბლიანი - ქართული ტვირთის საზიდი ტრანსპორტის ტიპი, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. აღმ. საქართველოში ორი ქვესახეობითაა წარმოდგენილი საბარო ურემი და საძნე, ანუ ბჯის ურემი. დას. საქართველოში კი ერთი სახეობით - ხელნა ურემი. საძნე ურემს საბარო ურემთან შედარებით მაღალი და წვეტიანი ჭალები აქვს. ურემს გააჩნია უბე, ღერძ-ბორბლები და უღელი. უბე წარმოადგენს ურმის მთლიან ნაწილს, რომელზედაც იდება ტვირთი და აქვს შემდეგი ნაწილები: ხელნები, დანდლები, კოფო, ჭალა, ზეწარი და სხვა. უბე შეკრულია გრძელი ხელნებისგან და ქმნის ტოლფერდ სამკუთხედს, რომელზედაც განთავსებულია ჭალები - ერთგვარი ღობე, რომელიც აუცილებელია ურემზე დადებული ტვირთის დასამაგრებლად. ურმის მნიშვნელოვანი ნაწილია თვლები//ბორბლები, რომლებიც შედგება მორგვის, ფერსოსა და სოლებისგან, სადაც გაყრილია ღერძი. ურმის ღერძზე ერთი თვალი თავისუფლად ბრუნავს, მეორე კი გაჭედილია, რაც ძალზე აიოლებს ურმის ერთ ადგილზე მობრუნებას - ესაა ქართული ურმის ერთი დამახასიათებელი თვისება. ურმის კონსტრუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უღელს, რომლის მეშვეობითაც გამწევ ძალას ურემი მოძრაობაში მოჰყავს. ორბორბლიანი ურემი ძირითადად გამოყენებული იყო საქართველოს ბარში.



ლიტერატურა

მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები