ურუქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურუქი – უნუგ, „სადგომი“, „ბინა“, უძველესი შუმერული ქალაქი, ასპარეზი ეპიური და მითოლოგიური თქმულებებისა.

ურუქის მკვიდრნი იყვნენ მითოლოგიურ-ეპიური ენმერქარი, ლუგალბანდა და გილგამეში; იქვე ჩაისახა ლეგენდები მათ შესახებ. შუმერულ ეპოსის თანახმად ურუქის მეფემ, ემნერქარმა, გამოიგონა ლურსმული დამწერლობა. ურუქი იყო ინანას საკულტო ქალაქი, სადაც იდგა მისი მთავარი ტაძარი ეანა. აქ დაკანონებული იყო საღვთო (საწესო) ქორწინების ჩვეულება (ჰიეროგამია), რომლის კვალი ჩანს გილგამეშის ეპოსში.

ურუქი ცივილიზებული, მაღალი კულტურის, გაფუფუნებული ქალაქია, რომელიც უპირისპირდება მისი გალავნის გარეთ მოქცეულ უდაბნოს, როგორც დასახლებული მხარე – უკაცრიელს. კულტურის მატარებელი ურუქი ცდილობს გაავრცელოს თავისი გავლენა გალავანს გარეთ, მოიზიდოს ველური ენქიდუ და მასთან ერთად „ველიც“. ურუქი უპირისპირდება აგრეთვე ხუმბაბას სამყოფელს, რომელსაც შამაშის სახელით იპყრობს იგი. ურუქის განუშორებელი ეპითეტებია „გალავნიანი“, „მოედნიანი“ ან „ურუქ-ფარეხი“. იგი გააზრებულია ფარეხად, სადაც ინანას წმინდა ფარა იკრიბება. ტრადიციით, ურუქის გალავანს ისტორიამდელმა შვიდმა ბრძენკაცმა ჩაუყარა საფუძველი. მისი ქება-დიდებით იწყება გილგამეშის ეპოსი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები