უფლისციხის დიდი ნაგებობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''უფლისციხის დიდი ნაგებობა'''  - [[უფლისციხე|უფლისციხის]] მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, არქიტექტურული  ძეგლი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილოეთით და კეტავს მთავარ ქუჩას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მასში გაორკეცებულია ამ დროს მიღებული არქიტექტურული კომპოზიცია (ფასადის მხარეს გახსნილი დარბაზია, მის სამივე მხარეს კი უფრო მცირე და დაბალი დახურული ოთახები).  
+
'''უფლისციხის დიდი ნაგებობა'''  - [[უფლისციხე|უფლისციხის]] მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, არქიტექტურული  ძეგლი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილოეთით და კეტავს მთავარ ქუჩას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მასში გაორკეცებულია ამ დროს მიღებული არქიტექტურული კომპოზიცია ([[ფასადი]]ს მხარეს გახსნილი დარბაზია, მის სამივე მხარეს კი უფრო მცირე და დაბალი დახურული ოთახები).  
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

17:22, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

უფლისციხის დიდი ნაგებობა - უფლისციხის მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილოეთით და კეტავს მთავარ ქუჩას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მასში გაორკეცებულია ამ დროს მიღებული არქიტექტურული კომპოზიცია (ფასადის მხარეს გახსნილი დარბაზია, მის სამივე მხარეს კი უფრო მცირე და დაბალი დახურული ოთახები).

აღწერილობა

უფლისციხის ნაგებობათა შორის დიდი ნაგებობა (16,2X18,5 მ) გეგმით ყველაზე რთულია. კომპლექსი სიმეტრიულადაა განვითარებული. შენობის გარეთა მასები მხოლოდ სამხრეთ ფასადითა და ბანით არის გამოვლენილი. გეგმის გაორკეცების გარდა, ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს მის წინ მდებარე ბაქანი, რომელიც გვერდებიდან შემოსაზღვრულია კლდეში ნაკვეთი განივი კედლებით. ნაგებობაც მთლიანად ამოკვეთილია კლდეში. შენობა გამოფიტული და დაზიანებულია – შემორჩენილი გვიანდ. ქვის კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,2 მ–ია; საავარიო ბზარებია გაჩენილი გვერდის ოთახების გადახურვაში, დანგრეულია ნაგებობის ფასადი, მთავარი დარბაზის გადახურვა; დარბაზის სამივე მხარეს განლაგებული ოთახების წინა კედლებს, უკანა ოთახების შესასვლელებს დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე; კედლების ქვედა ნაწილი განზრახ ამოტეხილია. შემორჩენილია ელინისტურ ხანაში დამუშავებული კედლებისა და ჭერის მცირე ფრაგმენტები. დიდი ნაგებობა ფეოდალურ ხანაში მრავალჯერ გადაუკეთებიათ: შენობაში ჩაშენებული სხვადასხვა წყობის ქვის კედლები ნაგებობას პატარა ოთახებად ყოფს კლდის კედლები ჩათლილი და შეღრმავებულია. გარილია ბუხრის საკვამლე მილები, თახჩები და გადახურვის კოჭების ბუდეები. იატაკი გაცვეთილია. მასში ამოკვეთილია თონეების, ქვევრებისა და დაზგების ჩასადგმელი ორმოები.

დიდი ნაგებობის ცენტრს წარმოადგენს სწორკუთხა ღია დარბაზი (8,1X10,4 მ, სიმ. 5,5 მ). დარბაზის ფასადისაგან შემორჩენილი რამდენიმე დეტალი ადასტურებს, რომ იგი გახსნილი იყო გრძელი და დაბალი არქიტრავით გადახურული ღიადით (სიგ. 10,4 მ, სიმ. 2,35 მ), რომელსაც უთუოდ ექნებოდა შენობის ღერძის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული ორი საყრდენი. ფასადის ასეთი გადაწყვეტაც ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს. დარბაზის განივი ღერძის დასავლეთ ბოლოში, მოგვიანებით აშენებული ქვის კედლის ქვეშ, გამოჩნდა იატაკიდან ამოწეული კლდის მასივი, რომელიც გადახურვის საყრდენის ძირი უნდა იყოს. უნდა ვიფიქროთ, რომ ღერძის აღმოსავლეთ ბოლოშიც ასეთივე საყრდენი იყო. ფასადის განაპირა კუთხეებთან, კედელში ერთიმეორის პირდაპირ ამოკვეთილია ღრმა, ოთხკუთხა, ბრტყელჭერიანი ნიშები. ღია დარბაზში გადახურვის შემორჩენილი ნაწილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მისი გადახურვაც ბრტყელი ყოფილა. აღმოსავლეთი ოთახის ჭერის ვიწრო მალის მიმართულებით ჩანს ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ბრტყელი, ორსაფეხურიანი „კოჭები“ და კედლის შემკვრელი ლავგარდანი. სწორკუთხა პროფილის ლავგარდანს შუა ნაწილში გასდევს ლილვი.

ფასადის წინ, კლდეში, ჩაკვეთილია განიერი ღრმული (ამჟამად სახეშეცვლილია); შესაძლებელია აქ ქუჩიდან ნაგებობასთან მისასვლელი საფეხურები იყო.

ღია დარბაზის სამივე მხარეს უფრო მცირე და დაბალი სწორკუთხა ოთახებია. უკანა ოთახის სამივე მხარესაც მცირე და დაბალი სათავსებია. მათ შორის დასავლეთისას ნახევარსფერული ჭერი აქვს და გეგმით წრიულია. დანარჩენი ოთახების ჭერი ბრტყელია.

დიდი ნაგებობის ბანი წარმოადგენს შიდა ქალაქის ზედა უბნის ტერასას, რომელზეც კლდეშივე ნაკვეთი სახლის ნაწილებია შემორჩენილი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები