უძღები შვილის იგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:იგავები სახარებიდან]]
 
[[კატეგორია:ლუკას სახარება]]
 
[[კატეგორია:ლუკას სახარება]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]
 
[[კატეგორია:იესო ქრისტეს იგავები]]

მიმდინარე ცვლილება 13:35, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

რემბრანდტი, უძღები შვილის დაბრუნება

უძღები შვილის იგავი - იესო ქრისტეს ცნობილი იგავი. ლუკას სახარებიდან თავი მე -15.

« და თქვა: (იესო ქრისტემ) ვიღაც კაცს ჰყავდა ორი ძე. და უთხრა უმცროსმა თავის მამას: მამა, მომეცი მე კუთვნილი წილი ქონებისა. და გაუყო მათ საცხოვრებელი. არცთუ მრავალი დღის შემდეგ შეაგროვა ყველაფერი უმცროსმა ძემ და წავიდა შორეულ ქვეყანაში და იქ გაფლანგა თავისი ქონება, რადგან ცხოვრობდა უწესოდ. ხოლო როცა დახარჯა ყველაფერი, იყო ძლიერი შიმშილი იმ ქვეყანაში და შემოაკლდა მას. და მივიდა და შეეკრა იმ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ხოლო მან გაუშვა იგი თავის მინდვრებში ღორების სამწყემსავად. და ეწადა გაეძღო მუცელი რკოთი, რომელსაც ჭამდნენ ღორები, და არავინ აძლევდა მას. და გონს მოეგო და თქვა: მამაჩემის რამდენ დაქირავებულს უხვად აქვს პური, ხოლო მე აქ შიმშილით ვკვდები; ავდგები და წავალ მამაჩემთან და ვეტყვი მას: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ, არამედ მამყოფე მე, როგორც ერთი დაქირავებულთაგანი. და ადგა და წამოვიდა თავის მამასთან.
და როცა ჯერ კიდევ შორს იყო, დაინახა იგი თავისმა მამამ და შეებრალა და გაიქცა და დაემხო მას ქედზე და ეამბორა მას. და უთხრა მას ძემ: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ. და უთხრა მამამ თავის მონებს: გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი და წამოაცვით მას ბეჭედი ხელზე და ხამლი – ფეხებზე. და მოიყვანეთ ნასუქი ხბო, დაკალით და ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა; – და დაიწყეს მხიარებულება.
და იყო მისი უფროსი ძე ველად. და როგორც კი მოვიდა და მოუახლოვდა სახლს, გაიგონა ხმა სიმღერისა და ფერხულისა, და მოუხმო ერთ მსახურთაგანს და ეკითხებოდა: რა არის ეს? ხოლო მან უთხრა მას: შენი ძმა მოვიდა და დაკლა მამაშენმა ნასუქი ხბო, რადგან ჯანმრთელი დაბრუნდა იგი. და განრისხდა და არ მოისურვა შესვლა; ხოლო მამა მისი გამოვიდა და ევედრებოდა მას. და მან მიუგო და უთხრა თავის მამას: აჰა, ამდენი წელია გემსახურები შენ და არასდროს გადავსულვარ შენს მცნებას და ჩემთვის არასდროს მოგიცია თიკანი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა; ხოლო როცა ეს შენი ძე მოვიდა, რომელმაც შეჭამა შენი საცხოვრებელი მეძავებთან, დაუკალი მას ნასუქი ხბო.
და უთხრა მან მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ჩემი ყველაფერი შენია; ხოლო ახლა მხიარულება და სიხარული გვმართებს, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა» (ლუკა, 15:11-32).

[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები