ფარსმან I
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:49, 19 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარსმან I - ქართლის (იბერიის) მეფე (ახ.წ. I საუკუნე). 35 წელს დაიპყრო სომხეთი და მის ტახტზე დასვა თავისი ძმა მითრიდატე.
პართიის მეფემ სომხეთის დასაბრუნებლად ჯარი გამოგზავნა თავისი ვაჟის, ოროდის, სარდლობით. ფარსმან I-მა დაამარცხა ოროდი და ორთა ბრძოლაში დაჭრა იგი. 51 წელს ფარსმანის ვაჟმა რადამისტმა მამის ნებართვით მითრიდატე სომხეთის ტახტიდან ჩამოაგდო და მოკლა, მაგრამ სომხეთი ვერ შეინარჩუნა, რადგან მას დაუპირისპირდნენ როგორც სომეხი დიდებულები, ასევე პართიის მეფე. 58 წელს ფარსმან I-მა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა რომაელ სარდალს კორბულონს, რომელიც სომხეთში პართელებს ეომებოდა. სამაგიეროდ რომაელებმა ქართლის სამეფოს გადასცეს სომხეთის მოსაზღვრე ოლქები.