ფილიპინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპინების სახელმწიფო დროშა

ფილიპინები - (Philippines – ფილიპინების რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინების არქიპელაგის კუნძულებზე (7.000-ზე მეტი, მათგან მხოლოდ 800 დასახლებული).

ფართობი - 300 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 93,6 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ტაგალური.

დედაქალაქი - ქ. მანილა.

ადმინისტრაციულად იყოფა 75 პროვინციად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობის პირველი აღიარება მოხდა 1898 წელს, მეორე 1943 წელს.

ფილიპინები აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი (რკინა, სპილენძი, ქრომი, ნიკელი, ოქრო, ვერცხლი, ქვანახშირი), ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მეტალურგიული, ელექტრონული და სხვა მრეწველობა.

სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია: ქოქოსის პალმა, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ციტრუსი და ტროპიკული ხილი.

მსხვილი საზღვაო პორტებია: მანილა, ბატანგასი, ლეგასპი, სებუ, დავაო, ილოილო.

საერთაშორისო აეროპორტი - მანილა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 125 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 86 ათ., სამხედრო-საჰაერო 15 ათ. და სამხედრო-საზღვაო 24 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები