ფირცხალავა სამსონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამსონ ფირცხალავა''' '''სამსონ ფირცხალავა'''...)
 
(2 მომხმარებლების 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Fircxalava samson.jpg|thumb|'''სამსონ ფირცხალავა''']]
 
[[ფაილი:Fircxalava samson.jpg|thumb|'''სამსონ ფირცხალავა''']]
'''სამსონ ფირცხალავა''' (. 4 მაისი, 1972). სოფ. მათხონჯი, ქუთაისის მაზრა
+
'''ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე''' - (ფსევდ. „სიტყვა“, „კალამი“, „სანვინი“) ''(3.I.1872, ავტობიოგრაფიული ცნობით: 4.V,  სოფ. მათხოჯი, ქუთაისის მაზრ. - 1952) - [[ქართველები|ქართველი]] საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, [[საქართველო]]ს [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის]] ერთ-ერთი ლიდერი.
  
==ავტობიოგრაფია==
+
====ბიოგრაფია====
დავიბადე 1872 წ. მაისის 4-სა, ქუთაისის მაზრაში, სოფ. მათხონჯში, გლეხის ოჯახში. პირველად ვსწავლობდი ხონის ნორმალურ სკოლაში, შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო უნივერსიტეტი – პეტერბურგისა იურიდიული ფაკულტეტი – დავასრულე 1898 წელს. ერთ ორ თვეს ვმსახურობდი ქუთაისის სახაზინო პალატაში, ამდენ ხანსვე ჭიათურაში ერთი მრეწველის კანტორაში. ტფილისში გადმოვედი 1901 წ.; ვიყავი გაზეთის კორექტორად. 1902 წელს ამირჩიეს წ. კ. საზოგადოების მდივნად და ამ თანამდებობაზე დავრჩი 1910 წლამდის. მწერლობა სისტემატურად დავიწყე გაზ. „ივერიაში“ 1901 . დეკემბრის 29-. მანამდის რამდენიმე წერილი მქონდა დაბეჭდილი „კვალში“ თეატრის შესახებ და ჭიათურის შთაბეჭდილებანი. 1902 წლის აპრილის 14-დან გავხდი მუდმივი თანამშრომელი „ცნობის ფურცლის“ და ამ დღიდან ვიღებდი ახლობელ მონაწილეობას სოც. ფედერ. პარტიის საპოლიტიკო და სამწერლო მუშაობაში.
+
პირველდაწყებითი განათლება ხონის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. 1893 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარეა. 1902-1910 წლებში იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. 1901-1902 წლებში „ივერიაში“ მუშაობის შემდეგ გადავიდა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა საკვირაო ფელეტონებს (მიმოხილვებს), პუბლიცისტურ წერილებს; მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წლების პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე). მისი ფაქტობრივი რედაქტორობით გამოდიოდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოები „გლეხი“ (1906) და „[[მიწა (გაზეთი)|მიწა]]“ (1906-1908). 1910 წელს  [[ჟანდარმერია|ჟანდარმერიის]] მიერ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დარბევის დროს დააპატიმრეს და ტვერში გადაასახლეს, საიდანაც 1913 დაბრუნდა. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს [[საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო|ინტერპარტიული საბჭო]]ს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. ნოემბერში მონაწილეობდა [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში]], სადაც აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] ([[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|დამოუკიდებლობის გამოცხადების]] შემდეგ - საქართველოს პარლამენტის) წევრად, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1919-1921 წლებში [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრია. 1917-1921 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „[[სახალხო საქმე (გაზეთი)|სახალხო საქმის]]“ რედაქტორი, რომელშიც ხშირად აქვეყნებდა საპროგრამო ხასიათის სტატიებს („შეიარაღდით“, „კანონიერებისთვის“, „შეთანხმება“, „დამფუძნებელ კრებაზე“, „მიწის საქმე პარლამენტში“, „ბრძოლის ველისკენ“ და სხვ). 1921 წლის 21 თებერვალს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას. 1918 თბილისში გამოაქვეყნა წიგნი: „ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“.
  
1906–07 წლ. ჩემის ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული საგლეხო ჟურნალი „გლეხი“ და „მიწა“, ხოლო 1902–09 წ. სალიტერატურო გაზეთი „მზე“ – „ფასკუნჯი“. ამის ერთი ნუმერი თვიური ჟურნალის სახით გამოვიდა 1919 წ.
+
1921 წლიდან გაიხიზნა და ცხოვრობდა [[ემიგრაცია]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ინტენსიურად ბეჭდავდა წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში. პარიზში გამოაქვეყნა პოლიტიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნები: „ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“(1935); ისტორიული ლანდები“ (1934); „თამარ მეფე“ (1939); „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში“ (1947). 1948 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ. 1951 წლის დეკემბერში, იმავე საბჭოთა ხელისუფლების მითითებით დააპატიმრეს და გადაასახლეს შუა [[აზია|აზიაში]].  
  
ციხეში ვიჯექი სამჯერ: სტუდენტობის დროს, 1906 და 1910 წელს. ამ წლის დეკემბერში გადამასახლეს რუსეთში, საიდანაც დავბრუნდი 1913 წელს.
+
::::::::::::::::::::::::::::'''''დიმიტრი შველიძე'''''
მწერლობაში ჩემი ფსევდონიმები იყო: S – on, კალამი, სიტყვა.
+
 
 +
==თხზულებები==
 +
ს. ფირცხალავა, მოგონებათა ფურცლები, თბ., 1988.
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
*ლ. ნანიტაშვილი, სამსონ ფირცხალავა - რედაქტორი და გამომცემელი. წიგნში: წერილები, თბ., 1981;
 +
*ლ. ნანიტაშვილი, „ერის წყლული აჩნდა წყლულად“ თბ., 1993;
 +
*გ. შარაძე, სამსონ ფირცხალავა, წიგნში: „უცხოეთის ცის ქვეშ“. წ. II. თბ., 1993.
 +
*უ. სიდამონიძე, სამსონ ფირცხალავა, ქსე, თბ., 1986;
 +
*სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/160/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
+
*[http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/160/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/06/10/%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c/ ფირცხალავა სამსონ]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრები]] [[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]‏‎
 +
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები‏‎]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ფირცხალავები]]

01:00, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

სამსონ ფირცხალავა

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე - (ფსევდ. „სიტყვა“, „კალამი“, „სანვინი“) (3.I.1872, ავტობიოგრაფიული ცნობით: 4.V, სოფ. მათხოჯი, ქუთაისის მაზრ. - 1952) - ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება ხონის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. 1893 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1898 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის წლებში ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარეა. 1902-1910 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი და საქმეთა მმართველი. 1901-1902 წლებში „ივერიაში“ მუშაობის შემდეგ გადავიდა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა საკვირაო ფელეტონებს (მიმოხილვებს), პუბლიცისტურ წერილებს; მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბების პროცესში. 1905-1907 წლების პერიოდში შედიოდა პარტიის მთავარ კომიტეტში და ერთხანს იყო პარტიის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე). მისი ფაქტობრივი რედაქტორობით გამოდიოდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოები „გლეხი“ (1906) და „მიწა“ (1906-1908). 1910 წელს ჟანდარმერიის მიერ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დარბევის დროს დააპატიმრეს და ტვერში გადაასახლეს, საიდანაც 1913 დაბრუნდა. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ორგანიზების პროცესში, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლას. ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაში, სადაც აირჩიეს ეროვნული საბჭოს (დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ - საქართველოს პარლამენტის) წევრად, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრია. 1917-1921 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალური ორგანოს, გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქტორი, რომელშიც ხშირად აქვეყნებდა საპროგრამო ხასიათის სტატიებს („შეიარაღდით“, „კანონიერებისთვის“, „შეთანხმება“, „დამფუძნებელ კრებაზე“, „მიწის საქმე პარლამენტში“, „ბრძოლის ველისკენ“ და სხვ). 1921 წლის 21 თებერვალს ხელი მოაწერა საქართველოს პირველ კონსტიტუციას. 1918 თბილისში გამოაქვეყნა წიგნი: „ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“.

1921 წლიდან გაიხიზნა და ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. ინტენსიურად ბეჭდავდა წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში. პარიზში გამოაქვეყნა პოლიტიკური და სამეცნიერო ხასიათის წიგნები: „ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“(1935); ისტორიული ლანდები“ (1934); „თამარ მეფე“ (1939); „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში“ (1947). 1948 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით დაბრუნდა სამშობლოში, მუშაობდა საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ. 1951 წლის დეკემბერში, იმავე საბჭოთა ხელისუფლების მითითებით დააპატიმრეს და გადაასახლეს შუა აზიაში.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

ს. ფირცხალავა, მოგონებათა ფურცლები, თბ., 1988.

ლიტერატურა

  • ლ. ნანიტაშვილი, სამსონ ფირცხალავა - რედაქტორი და გამომცემელი. წიგნში: წერილები, თბ., 1981;
  • ლ. ნანიტაშვილი, „ერის წყლული აჩნდა წყლულად“ თბ., 1993;
  • გ. შარაძე, სამსონ ფირცხალავა, წიგნში: „უცხოეთის ცის ქვეშ“. წ. II. თბ., 1993.
  • უ. სიდამონიძე, სამსონ ფირცხალავა, ქსე, თბ., 1986;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები