ფოხალი
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | + | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]][[კატეგორია:საზომი ერთეულები]] |
17:07, 12 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ფოხალი - საწყაო, ჰქონდა გავრცელების ფართო არეალი. XVI ს-ის ბოლოს ფოხალი იმერეთში ღომის საწყაო იყო. XVII ს-ის ხვამლის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნში იგი ხორბლეულის საწყაოდ მოიხსენიება. მარცვლეულის გარდა ფოხალით წყავდნენ სითხესაც, კერძოდ, ღვინოს. სულხანსაბა ორბელიანი ფოხალს 10-ლიტრიანი კოდის ნახევრად მიიჩნევდა და ქილაკს უიგივებდა. „დასტურლამალის“ ანალიზის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილმა ფოხალი 5 ლიტრით, ე.ი. 15 კგ-თი განსაზღვრა. დასავლეთ საქართველოში საწყაოს უფრო მცირე ტევადობა ჰქონდა, დაახლ. 7,5-8 კგ. XIX ს-ის მასალებით ფოხალი რაჭა-ლეჩხუმში მარცვლეულის საწყაო იყო და ნაოთხალის ნახევარს შეადგენდა. ვინაიდან ნაოთხალი 8-10 კგ-ია, ფოხალი საშუალოდ 4,5 კგ უნდა იყოს. სამეგრელოში ფოხალი ღვინის საწყაო იყო და 6 ლ. ღვინოს იტევდა.
ლიტერატურა
გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში. 1969. მ.ხ.