ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი - Georgian Dictionary of Psychology, Грузинский Словарь Психологии

2015-2019 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შექმნილი და ინტერნეტში განთავსებული წინამდებარე ლექსიკონი –

ფსიქოლოგიის აკადემიური ენციკლოპედიური ონლაინ ლექსიკონი

(ვიკიპედიის სტილის დიზაინით). ის განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე და ეს ბიბლიოთეკა დიდად დაგვეხმარა ლექსიკონის ინტერნეტ ვერსიის შექმნაში.

ლექსიკონში განმარტებულია ხუთი ათასამდე ტერმინი (პერსონალიის ჩათვლით). ყოველი ტერმინი მოცემულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ლექსიკონი აკადემიურია და ენციკლოპედიურია – მნიშვნელოვან ცნებათა სტატიები საკმაოდ ვრცელია: მოიცავს მაგალითებს, კონტრმაგალითებს, სქემებს, შედარებებს, მსჯელობებს, ჯვარედინა მითითებებს.

ლექსიკონის საერთო მოცულობის სამ მეოთხედზე მეტი ორიგინალურია;

ლექსიკონზე მუშაობდნენ: ირაკლი იმედაძე და ზურაბ ვახანია (ხელმძღვანელები); მარინა ბალიაშვილი, რამაზ საყვარელიძე, თინათინ ჩხეიძე, ნიკოლოზ ვახანია და ცირა ვახანია. გამოყენებული გვაქვს აგრეთვე დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წინათ მომზადებული და გამოუქვეყნებლად დარჩენილი ლექსიკონის მასალები, რომელთა ავტორები იყვნენ ზოსიმე ხოჯავა და ნადეჟდა ბერულავა {ქართული ფსიქოლოგიური ლექსიკონი}.

მნიშვნელოვანი ცნებების განმარტება ერთიან მეცნიერულ კონცეფციაზე, დიმიტრი უზნაძისეულ განწყობის თეორიაზეა დამყარებული. თუმცა სტანდარტული და ნაკლებმნიშვნელოვანი ტერმინების განმარტება ასზე მეტ რუსულ და ინგლისურ ლექსიკონს, აგრეთვე ასზე მეტ სამეცნიერო მონოგრაფიას ემყარება. მათგან მთავარი ლექსიკონებია:

  • Большой психологический словарь (ред. Б. Г. Мещеряков, В. П. Зинченко). М.-2003.
  • Психологический лексикон. Энциклопедический словарь в шести томах / Ред.-сост. Л.А. Карпенко. Под общ. ред. А.В. Петровского. — М.: ПЕР СЭ, 2006.
  • Arthur S. Reber. The Penguin Dictionary of Psychology. second edition. 1995.
  • Webster's New World Dictionary. N.-Y.-1974.
  • В.М. Блейхер, И.В. Крук. Толковый словарь психиатрических терминов, 1995 .
  • Глоссарий - Клиническая психология: Учеб.-метод, комплекс для преподавателей и студентов факультетов психологии / В. Н. Косырев; 2003 .
  • Глоссарий - Психологические термины и определения DSM-5. American psychiatric assotiation.

წინამდებარე ლექსიკონის მნიშვნელოვანი ნაწილია:

ქართული ფსიქოლოგიის ლექსიკონი || განწყობის თეორიის ლექსიკონი

Dictionary of Georgian Psychology - Einstellung/Set Theory, Словарь Грузинской Психологии - Теории Установки

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც განწყობის თეორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცნებებს მოიცავს. ეს ნაწილი სამენოვანია – ქართული, ინგლისური, რუსული.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით №FR/352/2-200/14.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები