ფუტკრის შხამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fukkari 1.jpg

ფუტკრის შხამი - თანამედროვე მსოფლიოში ანტიბიოტიკებს და ძლიერმოქმედ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს შორის ფუტკრის შხამს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მან საზოგადოებრივი განვითარების ყველა საფეხურზე გაუძლო დიდ ისტორიულ გამოცდას. ფუტკრის შხამი სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, ჩინეთსა და ინდოეთში გამოიყენებოდა.

ფუტკრის შხამის კომპონენტებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელი და განგლიობლოკირების თვისებები, აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მისი თერაპიული დოზები აფართოებს ტვინის და კორონალურ სისხლძარღვებს, ამიტომ მას ეფექტურად იყენებენ პოსტინფარქტული სტენოკარდიის მოსახსნელად, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ძილს, ზრდის მადას და ორგანიზმის საერთო ტონუსს.

ფუტკრის შხამის მალამო ამცირებს ტკივილის შეგრძნებას კუნთებში, სახსრებში, ნერვებში, ამიტომ იყენებენ სახსრების, კუნთების, ნერვების, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. ფუტკრის შხამის თერაპიულ ეფექტზე დაკვირვებები გრძელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, და რა თქმა უნდა, საქართველოშიც.

ზემოთ აღნიშნული მიუთითებს, რომ ფუტვრის შხამი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლის წარმოების გაფართოების დიდი შესაძლებლობები საქართველოში ასამოქმედებელია.

წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები