ქანდაკება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქანდაკება, სკულპტურა სახვითი ხელოვნების სახეობა, მოცულობითი ან ბრტყელი ფორმის ამობურცულ გამოსახულებათა შექმნისა (ქანდაკება, ბიუსტი, ჰორელიეფი, ბარელიეფი და სხვ.) სრულდება მყარი ან პლასტიკური მასალისაგან (ქვა, ლითონი, მერქანი, ძვალი, თაბაშირი, ყინული, ცვილი, პარაფინი, თიხა და სხვ.).


ქანდაკების მთავარი ჟანრებია: ალეგორიული, ენიმალისტიკური, ისტორიული, მითოლოგიური, პორტრეტული, საყოფაცხოვრებო და სიმბოლური.

ქანდაკების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებია: მოცულობითი ფორმა; მოდელის პლასტიკური აგებულება; სილუეტის, ფაქტურისა და ფერის დამუშავება.

პრაქტიკაში გავრცელებულია ქანდაკების ორი ძირითადი სახეობა: მრგვალი ქანდაკება (სტატუეტი, ბიუსტი) და რელიეფური (რელიეფი, ბარელიეფი, გორელიეფი, კონტრრელიეფი).

დანიშნულების მიხედვით ქანდაკება შეიძლება იყოს: მონუმენტური (გამოირჩევა დიდი ზომებით); მონუმენტურ-დეკორატიული (ითვალისწინებს ურბანული არქიტექტურული ნაგებობებისა და კომპლექსების ყველა სახეობას – ატლანტა, კარიატიდა, ფრონტონი, ფონტანი, საბაღო-საპარკო ქანდაკება) და დაზგური (დამოკიდებული არ არის გარემოზე და აქვს რეალურთან მიახლოებული ან ნაკლები ზომები).



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები