ქართველთა სამხრეთ-აღმოსავლეთის ლაშქრობა 1210

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 20 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველთა სამხრეთ-აღმოსავლეთის ლაშქრობა 1210 - ლაშქრობა ირანში მოპოვებული წარმატებების განმტკიცების, პოლიტიკური გავლენის გაფართოებისა და ალაფის შოვნის მიზნით.

შამქორის ბრძოლაში ილდენიზიანთა ძალების განადგურების შემდეგ (1195) ქართულ ჯარს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე აღარ ჰყავდა სერიოზული მოწინააღმდეგე. ეს მთელი სიცხადით გამოჩნდა 1208 წელს, არდებილზე ლაშქრობის დროს. ამიტომ 1210 წელს სამხედრო წრეების შეთავაზებით ქართულ სამეფო კარზე გადაწყდა შორეული ლაშქრობა ირანში. ეს ექსპედიცია ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის სარდლობით წარმატებით განახორციელეს, მიუხედავად ცალკეულ პუნქტებში გაწეული წინააღმდეგობისა. ქართველებმა აიღეს აზერბაიჯანისა და სპარსული ერაყის ცნობილი ქალაქები – მარანდი, თავრიზი, უჯანი, მიანე, ზენჯანი, ყაზვინი და სხვა. მიაღწიეს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებს – ხორასანსა და გორგანს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები