ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება'...)
 
(იხილე აგრეთვე)
 
(2 მომხმარებლების 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება''' - 1879 დაარსდა. 1918-1921 წლებში აგრძელებდა თავის საქმიანობას. ჰქონდა ფილიალები და სკოლები როგორც [[საქართველო|საქართველოში]], ასევე [[კავკასია|კავკასიის]] თვალსაჩინო ქალაქებში: კავკავში, არმავირში, პეტროვსკში, დერბენდში, ბაქოში, განჯაში, ერევანში, გუმბრში, ნახჭევანში, შემახაში, შუშაში და სხვ.
+
'''ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება''' - კულტურული-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია; დააარსეს მოწინავე ქართველმა, მოღვაწეებმა 1897, [[თბილისი|თბილისში]]. საზ-ბის შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში ([[მამაცაშვილი იოსებ|ი. მამაცაშვილი]], დ. ბაქრაძე, [[გოგებაშვილი იაკობ|ი. გოგებაშვილი]], [[თულაშვილი ვახტანგ|ვ. თულაშვილი]], [[ფურცელაძე ანტონ|ა. ფურცელაძე]], ნ.
 +
ცხვედაძე, გ. მაღალაშვილი და სხვ.) აღნიშნულმა წრემ [[ყიფიანი დიმიტრი|დ. ყიფიანს]], ნ. ცხვედაძეს, ი. გოგებაშვილსა და ე. თულაშვილს დაავალა წესდების შედგენა და მის დამტკიცებაზე ზრუნვა. 1878 წ. 30 იანვარს
 +
გ. ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენაც კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დ. ყიფიანს, [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]]სა და ბ. ღოღო-
 +
ბერიძეს. 1879 წ. 31 მარტის წესდებით საზ-ბა 1907 მარტამდე მოქმედებდა.  
  
განათლების რეფორმა შეეხო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ორგანიზაციას. ეს საზოგადოება დიდ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, ამიტომ მთავრობამ, განათლების მინისტრის მიმართვის საფუძველზე, უფლება მისცა მინისტრს, მისთვის გამოყოფილი 10-მილიონიანი ფონდიდან გამოეყო ამ დაწესებულებისთვის 500.000 მანეთი სახელმძღვანელოების და სხვა ბეჭდვითი მასალების გამოსაცემად. გამოსაცემ წიგნთა სიაში იყო „დედა-ენა“, „ბუნების კარი“, მათემატიკის, ფიზიკის სახელმძღვანელოები, რუსულ-ქართული
+
საზოგადოების პირველი (დამფუძნებელი) სხდომა გაიმართა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დ. ყიფიანი, მის მოადგილედ – ი. ჭავჭავაძე, წევრებად – ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, . მაჩაბელი, ა. სარაჯიშვილი და . ერისთავი. 1882-85 თავმჯდომარე იყო ი. მუხრანსკი.
ლექსიკონი დ. კარიჭაშვილისა, რუსულ-ქართული ლექსიკონი მ. ჭანაშვილისა, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, [[კლდიაშვილი დავით|დ. კლდიაშვილი]]ს, გ. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, . ერისთავის, ნ. ლომოურის, [[რუხაძე ვარლამ|ვ. რუხაძის,]] ა. ხოშტარიას თხზულებები, ასევე უცხოური ენებიდან თარგმნილი საკითხავი მხატვრული ლიტერატურა. თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას უნდა მისცემოდა ნაწილ-ნაწილ, უპროცენტოდ, ასევე ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა [[სახელმწიფო|სახელმწიფოსათვის]]. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 1919 წლის 26 ივლისს მიიღო. გამოსაცემ წიგნებს არჩევდნენ საზოგადოების გამგეობასთან არსებული კომისიები:
+
1885-იდან საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ი. ჭავჭავაძე. ახალარჩეული გამგეობის წევრები იყვნენ: ა. წერეთელი, . გოგებაშვილი, გ. ქართველი შვილი, . იოსელიანი, . მირიანაშვილი, ნ. ცხვედაძე, ვ. ყიფიანი, ე. გაბაშვილი, ა. ჩოლოყაშვილი, . ფურცელაძე და ა. ჭყონია. საზოგადოების მდივნებად ამ პერიოდში მუშაობდნენ ი. მეუნარგია, გ. ყიფშიძე, . სარაჯიშვილი, დ. კარიჭაშვილი.
  
:1. ლიტერატორ-კრიტიკოსთა (წევრები: ივანე გომართელი, დავით კასრაძე, ვ. ბაქრაძე, . ხოშტარია, შ. დედაბრიშვილი);
+
საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის საღამოები. წარმოდგენები, ლატარიები და სხვ. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას., [[ძმები ზუბალაშვილები|ძმებმა ზუბალაშვილებმა]] და [[სარაჯიშვილი დავით|. სარაჯიშვილმა]] დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (თავმჯდ. . ჭავჭავაძე) 11 ათასი მან. ჩარიცხა საზოგადოების ფონდში: ასეთივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მან. გადაინახეს ქუთაისში ქართ. სკოლის გასამართავად.
:2. ისტორიკოსთა ([[ივანე ჯავახიშვილი]], [[ნათაძე გრიგოლ|გრ. ნათაძე]], ალ. ჟორჟოლიანი, სარგის კაკაბაძე, [[ექვთიმე თაყაიშვილი]], კონსტანტინე ქავთარაძე, მოსე ჯანაშვილი, [[პავლე ინგოროყვა]], [[დიმიტრი უზნაძე]]);
+
:3. საბუნებისმეტყველო (. იაშვილი, სოლ. გულისაშვილი, ტ. ხარაძე, მ. სირაძე, თ. ყიფშიძე);
+
:4. პირველდაწყებითი სახელმძღვანელო წიგნების შემსწორებელი (ივ. გომელაური, [[ბოცვაძე ლუარსაბ|ლ. ბოცვაძე]], [[ბურჯანაძე ვარლამ|ვ. ბურჯანაძე]], თ. კიკვაძე, პ. კაკაბაძე, იპ. ვართაგავა და სხვა).  
+
  
წერა-კიხვის გამგეობის თავმჯდომარე იყო დ. კარიჭაშვილი. საზოგადოების სამწიგნობრო სექციამ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო მედიცინის დარგის პოპულარიზაციისათვის, ხალხში არსებული ცრურწმენების აღმოფხვრისა და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის, რისთვისაც ექიმ-სპეციალისტებს შეუკვეთა წიგნების დაწერა ზოგი დაავადების შესახებ, რაც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. სამწიგნობრო სექციის მიმართვაში ეწერა, რომ „წიგნები უნდა დაიწეროს მეცნიერულათ და მდაბიურათ, რომ გასაგები იყოს საშუალო მკითხველისათვის“. ავტორს უნდა წარედგინა თავისი პირობები, ჰონორარის რაოდენობის, წიგნის დაწერის ვადების, ტერმინების ქართულად გადმოტანის და სხვა იმ პრობლემების შესახებ, რაც წიგნის დაწერას ახლდა. სასურველ თემებს სექცია თავად აწვდიდა სპეციალისტებს. ეს იყო: ბინის, ტანსაცმლის, საჭმელ-სასმელის, ყურის, ცხვირის, თვალის ჰიგიენის, ასევე პროფესიულ (ასოთამწყობების, მაღაროს მუშების) დაავადებათა შესახებ, იმ დროს გავრცელებული ისეთი საშიში სენის შესახებ, როგორიც იყო ტუბერკულოზი, მალარია, დეზინტერია, ცოფი, ქოლერა, შავი ჭირი, რევმატიზმი, ნაწლავების ჭიები. ჩამოთვლილი იყო ბავშვთა და ქალური დაავადებების, თვალის დაავადებათა გრძელი სია.
+
მოღვაწეობის დასაწყისშივე საზოგადოებამ შეისწავლა სკოლების მდგომარეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა, შეკრიბა ცნობები, რამდენად იყვნენ ჩაბმული მოზარდები სასწავლო პროცესში. ამასთან, იმთავითვე დაიწყო ზრუნვა თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთაც (სადაც ქართველი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობდა, მაგ: ვლადიკავკაზში, ალაგირში, მოზდოკში,
:::::::::::::::::::::::::::::::::დოდო ჭუმბურიძე
+
ნალჩიკში, ბაქოში და სხვ.) სახალხო სკოლების დაარსებაზე. დიდი შრომა გასწია საზოგადოებამ ბათუმის
 +
სკოლის ორგანიზაციისათვის, რადგან იგი უნდა ყოფილიყო [[ქართული ენა|ქართული ენის]] საყრდენი და გამავრცელებელი ახალშემოერთებული [[აჭარა|აჭარის]] გამაჰმადიანებულ ქართველ მოსახლეობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გახსნას ბორჩალოში (ახლანდ. მარნეული), [[საინგილო]]ში, მესხეთ-ჯავახეთში. საზოგადოებამ მრავალი ქართული ხელნაწერი შეაგროვა ეკლესია-მონასტრებისაგან, ბევრი იყო კერძო შეწირულებაც: შედგა ძვირფასი მანუსკრიპტების მდიდარი ფონდი (რომელიც ახლა შეადგენს ხელნაწერთა ინსტიტუტის ე. წ. S ფონდს). ა. ჭავჭავაძის შვილიშვილმა ნ. დადიანმა საზოგადოებას შესწირა სამეგრელოს მთავართა ბიბლიოთეკა.
  
==ლიტერატურა==
+
საზოგადოების მუშაობაში დიდი ადგილი დაეთმო ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნასა და დაბეჭდვას. იბეჭდებოდა ი. გოგებაშვილის „[[დედა ენა]]“, „ბუნების კარი“, „რუსსკოე სლოვო“, აგრეთვე სხვა ავტორების გეოგრაფიული, ბუნებისმეტყველების, არითმეტიკის, საქართველოს ისტორიის და სხვ. სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები, მაშინდელ ქართველ მწერალთა თხზულებები, თარგმნილი ლიტერატურა.
სცსა, . 1935, აღწ. 1, საქ. 54, საქ. 277.
+
 
 +
ი. გოგებაშვილმა და პ. უმიკაშვილმა შეადგინეს ინსტრუქცია ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესაკრებად. ფოლკლორული მასალის შეკრებაში მონაწილეობა მიიღო ა. წერეთელმა. საზოგადოების წიგნსაცავში დაგროვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი მასალების ძვირფასი ფონდები. საზოგადოება აწყობდა ექსპედიციებს ქართული მუსიკისა და გალობის ნიმუშების შესაგროვებლად.
 +
 
 +
საზოგადოების ინიციატივით დაარსდა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, დაიდგა რამდენიმე ძეგლი
 +
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად (დ. ბაქრაძის, . როინაშვილისა და სხვ… 1893 განჯიდან თბილისში გადმოასვენეს [[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილი]]ს ნეშტი; 1895 მოეწყო საქართველოში პირველი იუბილე [[ერისთავი რაფიელ|რ. ერისთავი]]ს სამწერლო მოღვაწეობის 50-ე წლისთავზე, აღინიშნა [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]ს დაბადების 100 წლისთავი და სხვ.
 +
 
 +
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცარიზმის სასტიკი რეჟიმის პერიოდში იღვაწა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, მწერლობისა და, საერთოდ, კულტურულ ტრადიციათა არა მხოლოდ დასაცავად, არამედ განსავითარებლადაც.
 +
 
 +
1922-იდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება“ უწოდეს, ხოლო 1946 – „მწიგნობარი“ (წიგნების გამომცემელი კოოპერატიული ამხანაგობა). 1927 წლის 24 აპრილს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.
 +
 
 +
 
 +
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[სამსონ ფირცხალავა]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
  
[[კატეგორია:განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
+
[[კატეგორია:საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 17:22, 4 მარტი 2024 მდგომარეობით

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - კულტურული-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია; დააარსეს მოწინავე ქართველმა, მოღვაწეებმა 1897, თბილისში. საზ-ბის შექმნის იდეა ჩაისახა ვიწრო წრეში (ი. მამაცაშვილი, დ. ბაქრაძე, ი. გოგებაშვილი, ვ. თულაშვილი, ა. ფურცელაძე, ნ. ცხვედაძე, გ. მაღალაშვილი და სხვ.) აღნიშნულმა წრემ დ. ყიფიანს, ნ. ცხვედაძეს, ი. გოგებაშვილსა და ე. თულაშვილს დაავალა წესდების შედგენა და მის დამტკიცებაზე ზრუნვა. 1878 წ. 30 იანვარს გ. ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე წაიკითხეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენაც კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში დაევალათ დ. ყიფიანს, ი. ჭავჭავაძესა და ბ. ღოღო- ბერიძეს. 1879 წ. 31 მარტის წესდებით საზ-ბა 1907 მარტამდე მოქმედებდა.

საზოგადოების პირველი (დამფუძნებელი) სხდომა გაიმართა 1879 წლის 15 მაისს. საზოგადოებისა და გამგეობის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დ. ყიფიანი, მის მოადგილედ – ი. ჭავჭავაძე, წევრებად – ნ. ცხვედაძე, ი. გოგებაშვილი, ი. მაჩაბელი, ა. სარაჯიშვილი და რ. ერისთავი. 1882-85 თავმჯდომარე იყო ი. მუხრანსკი. 1885-იდან საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ი. ჭავჭავაძე. ახალარჩეული გამგეობის წევრები იყვნენ: ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, გ. ქართველი შვილი, გ. იოსელიანი, ა. მირიანაშვილი, ნ. ცხვედაძე, ვ. ყიფიანი, ე. გაბაშვილი, ა. ჩოლოყაშვილი, ა. ფურცელაძე და ა. ჭყონია. საზოგადოების მდივნებად ამ პერიოდში მუშაობდნენ ი. მეუნარგია, გ. ყიფშიძე, ა. სარაჯიშვილი, დ. კარიჭაშვილი.

საზოგადოების სასარგებლოდ თბილისში, სხვა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში იმართებოდა სხვადასხვა ხასიათის საღამოები. წარმოდგენები, ლატარიები და სხვ. ბევრი ქართველი მწერალი თავის თხზულებათა გამოცემას სწირავდა საზოგადოებას., ძმებმა ზუბალაშვილებმა და დ. სარაჯიშვილმა დიდძალი თანხა შეიტანეს საზოგადოების სალაროში. თბილისის საადგილმამულო ბანკმა (თავმჯდ. ი. ჭავჭავაძე) 11 ათასი მან. ჩარიცხა საზოგადოების ფონდში: ასეთივე თანხა გაიღო ქუთაისის ბანკმა, რომლიდანაც 8 ათასი მან. გადაინახეს ქუთაისში ქართ. სკოლის გასამართავად.

მოღვაწეობის დასაწყისშივე საზოგადოებამ შეისწავლა სკოლების მდგომარეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აღრიცხა სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა, შეკრიბა ცნობები, რამდენად იყვნენ ჩაბმული მოზარდები სასწავლო პროცესში. ამასთან, იმთავითვე დაიწყო ზრუნვა თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის გარეთაც (სადაც ქართველი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობდა, მაგ: ვლადიკავკაზში, ალაგირში, მოზდოკში, ნალჩიკში, ბაქოში და სხვ.) სახალხო სკოლების დაარსებაზე. დიდი შრომა გასწია საზოგადოებამ ბათუმის სკოლის ორგანიზაციისათვის, რადგან იგი უნდა ყოფილიყო ქართული ენის საყრდენი და გამავრცელებელი ახალშემოერთებული აჭარის გამაჰმადიანებულ ქართველ მოსახლეობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გახსნას ბორჩალოში (ახლანდ. მარნეული), საინგილოში, მესხეთ-ჯავახეთში. საზოგადოებამ მრავალი ქართული ხელნაწერი შეაგროვა ეკლესია-მონასტრებისაგან, ბევრი იყო კერძო შეწირულებაც: შედგა ძვირფასი მანუსკრიპტების მდიდარი ფონდი (რომელიც ახლა შეადგენს ხელნაწერთა ინსტიტუტის ე. წ. S ფონდს). ა. ჭავჭავაძის შვილიშვილმა ნ. დადიანმა საზოგადოებას შესწირა სამეგრელოს მთავართა ბიბლიოთეკა.

საზოგადოების მუშაობაში დიდი ადგილი დაეთმო ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნასა და დაბეჭდვას. იბეჭდებოდა ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „რუსსკოე სლოვო“, აგრეთვე სხვა ავტორების გეოგრაფიული, ბუნებისმეტყველების, არითმეტიკის, საქართველოს ისტორიის და სხვ. სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური მწერლობის ნიმუშები, მაშინდელ ქართველ მწერალთა თხზულებები, თარგმნილი ლიტერატურა.

ი. გოგებაშვილმა და პ. უმიკაშვილმა შეადგინეს ინსტრუქცია ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების შესაკრებად. ფოლკლორული მასალის შეკრებაში მონაწილეობა მიიღო ა. წერეთელმა. საზოგადოების წიგნსაცავში დაგროვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი მასალების ძვირფასი ფონდები. საზოგადოება აწყობდა ექსპედიციებს ქართული მუსიკისა და გალობის ნიმუშების შესაგროვებლად.

საზოგადოების ინიციატივით დაარსდა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, დაიდგა რამდენიმე ძეგლი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად (დ. ბაქრაძის, ა. როინაშვილისა და სხვ… 1893 განჯიდან თბილისში გადმოასვენეს ნ. ბარათაშვილის ნეშტი; 1895 მოეწყო საქართველოში პირველი იუბილე რ. ერისთავის სამწერლო მოღვაწეობის 50-ე წლისთავზე, აღინიშნა მ. ბროსეს დაბადების 100 წლისთავი და სხვ.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცარიზმის სასტიკი რეჟიმის პერიოდში იღვაწა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, მწერლობისა და, საერთოდ, კულტურულ ტრადიციათა არა მხოლოდ დასაცავად, არამედ განსავითარებლადაც.

1922-იდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება“ უწოდეს, ხოლო 1946 – „მწიგნობარი“ (წიგნების გამომცემელი კოოპერატიული ამხანაგობა). 1927 წლის 24 აპრილს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

სამსონ ფირცხალავა

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები