ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია:განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
 
 
[[კატეგორია:საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

მიმდინარე ცვლილება 16:15, 6 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - 1879 დაარსდა. 1918-1921 წლებში აგრძელებდა თავის საქმიანობას. ჰქონდა ფილიალები და სკოლები როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის თვალსაჩინო ქალაქებში: კავკავში, არმავირში, პეტროვსკში, დერბენდში, ბაქოში, განჯაში, ერევანში, გუმბრში, ნახჭევანში, შემახაში, შუშაში და სხვ.

განათლების რეფორმა შეეხო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ორგანიზაციას. ეს საზოგადოება დიდ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, ამიტომ მთავრობამ, განათლების მინისტრის მიმართვის საფუძველზე, უფლება მისცა მინისტრს, მისთვის გამოყოფილი 10-მილიონიანი ფონდიდან გამოეყო ამ დაწესებულებისთვის 500.000 მანეთი სახელმძღვანელოების და სხვა ბეჭდვითი მასალების გამოსაცემად. გამოსაცემ წიგნთა სიაში იყო „დედა-ენა“, „ბუნების კარი“, მათემატიკის, ფიზიკის სახელმძღვანელოები, რუსულ-ქართული ლექსიკონი დ. კარიჭაშვილისა, რუსულ-ქართული ლექსიკონი მ. ჭანაშვილისა, ი. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, დ. კლდიაშვილის, გ. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, რ. ერისთავის, ნ. ლომოურის, ვ. რუხაძის, ა. ხოშტარიას თხზულებები, ასევე უცხოური ენებიდან თარგმნილი საკითხავი მხატვრული ლიტერატურა. თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას უნდა მისცემოდა ნაწილ-ნაწილ, უპროცენტოდ, ასევე ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსათვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 1919 წლის 26 ივლისს მიიღო. გამოსაცემ წიგნებს არჩევდნენ საზოგადოების გამგეობასთან არსებული კომისიები:

1. ლიტერატორ-კრიტიკოსთა (წევრები: ივანე გომართელი, დავით კასრაძე, ვ. ბაქრაძე, დ. ხოშტარია, შ. დედაბრიშვილი);
2. ისტორიკოსთა (ივანე ჯავახიშვილი, გრ. ნათაძე, ალ. ჟორჟოლიანი, სარგის კაკაბაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე ქავთარაძე, მოსე ჯანაშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე);
3. საბუნებისმეტყველო (ს. იაშვილი, სოლ. გულისაშვილი, ტ. ხარაძე, მ. სირაძე, თ. ყიფშიძე);
4. პირველდაწყებითი სახელმძღვანელო წიგნების შემსწორებელი (ივ. გომელაური, ლ. ბოცვაძე, ვ. ბურჯანაძე, თ. კიკვაძე, პ. კაკაბაძე, იპ. ვართაგავა და სხვა).

წერა-კიხვის გამგეობის თავმჯდომარე იყო დ. კარიჭაშვილი. საზოგადოების სამწიგნობრო სექციამ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო მედიცინის დარგის პოპულარიზაციისათვის, ხალხში არსებული ცრურწმენების აღმოფხვრისა და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის, რისთვისაც ექიმ-სპეციალისტებს შეუკვეთა წიგნების დაწერა ზოგი დაავადების შესახებ, რაც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. სამწიგნობრო სექციის მიმართვაში ეწერა, რომ „წიგნები უნდა დაიწეროს მეცნიერულათ და მდაბიურათ, რომ გასაგები იყოს საშუალო მკითხველისათვის“. ავტორს უნდა წარედგინა თავისი პირობები, ჰონორარის რაოდენობის, წიგნის დაწერის ვადების, ტერმინების ქართულად გადმოტანის და სხვა იმ პრობლემების შესახებ, რაც წიგნის დაწერას ახლდა. სასურველ თემებს სექცია თავად აწვდიდა სპეციალისტებს. ეს იყო: ბინის, ტანსაცმლის, საჭმელ-სასმელის, ყურის, ცხვირის, თვალის ჰიგიენის, ასევე პროფესიულ (ასოთამწყობების, მაღაროს მუშების) დაავადებათა შესახებ, იმ დროს გავრცელებული ისეთი საშიში სენის შესახებ, როგორიც იყო ტუბერკულოზი, მალარია, დეზინტერია, ცოფი, ქოლერა, შავი ჭირი, რევმატიზმი, ნაწლავების ჭიები. ჩამოთვლილი იყო ბავშვთა და ქალური დაავადებების, თვალის დაავადებათა გრძელი სია.

დოდო ჭუმბურიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 54, საქ. 277.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები