ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფაილი:QarTveli xalxis etnologiuri.JPG „ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:01, 21 იანვარი 2020 მდგომარეობით

QarTveli xalxis etnologiuri.JPG

„ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი – აჭარა“ პირველი ცდაა ისტორიულად ჩამოყა­ლიბებული იმ ტრადიციული კულტურული ფასეულობების განზოგადებისა, რომელიც აჭარის მოსახ­ლეობის შრომა-­საქმიანობის პროცესში სოციალური ურთიერთობების, სამეურნეო ყოფის, მატერიალ­ური და სულიერი კულტურის სფეროში საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ვითარდებოდა. წიგნში მოთხრობილია ჩვენის წინაპრების მრავალფეროვანი ემპირიული ცოდნა­გამოცდილების შესახებ, რომელსაც ისინი მეზობელი ეთნოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად უძველესი დროიდან აყალიბებდნენ, ინახავდნენ და თაობიდან-­თაობას გადასცემდნენ. ღირებულებათა ამ უზარმაზარი ციკლიდან არაერთი ფასეულობა ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელიც კავკასიურ­ანატოლიური აგრარული ცივილიზაციის წიაღში თანმიმდევრულად განვითარდა და დროთა განმავლობაში მსოფლიო კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები