ქართული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 56: ხაზი 56:
 
თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ მემკვიდრეობით მიიღო ძველ საუკუნეებში მრავალი სამეცნიერო ფილოსოფიური ტერმინი. დღესაც იხმარება ქართულში შემდეგი ტერმინები: მეცნიერება, შემეცნება, ცნობიერება, ჭეშმარიტება ასტრონომია, ბუნებისმეტყველება, მოძღვრება, გონიერება, ნივთიერი, დრამატურგია და მრავალი სხვა.
 
თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ მემკვიდრეობით მიიღო ძველ საუკუნეებში მრავალი სამეცნიერო ფილოსოფიური ტერმინი. დღესაც იხმარება ქართულში შემდეგი ტერმინები: მეცნიერება, შემეცნება, ცნობიერება, ჭეშმარიტება ასტრონომია, ბუნებისმეტყველება, მოძღვრება, გონიერება, ნივთიერი, დრამატურგია და მრავალი სხვა.
  
ქართული სალიტერატურო ენის ტერმინოლოგიური ლექსიკით გამდიდრების საქმეში დიდია ღვაწლი გამოჩენილი ლექსიკოგრაფის სულხან-საბა ორბელიანის, რომლის ქართული განმარტებითი ლექსიკონი ცნებათა დეტალიზაციისა და მეცნიერული დეფინიციების თვალსაზრისით დღესაც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ამა თუ იმ დარგის ტერმინების შემუშავებისას (XVII- XVIII საუკ.).
+
ქართული სალიტერატურო ენის ტერმინოლოგიური ლექსიკით გამდიდრების საქმეში დიდია ღვაწლი გამოჩენილი ლექსიკოგრაფის [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს, რომლის ქართული განმარტებითი ლექსიკონი ცნებათა დეტალიზაციისა და მეცნიერული დეფინიციების თვალსაზრისით დღესაც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ამა თუ იმ დარგის ტერმინების შემუშავებისას (XVII- XVIII საუკ.).
  
 
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენაში უხვად შემოვიდა საერთაშორისო ტერმინოლოგია ევროპული ენებიდან, რომლებიც ფართოდაა შესული თანამედროვე კულტურულ ენებში და გადმოსცემენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნებისა და სხვათა ძირითად ცნებებს ბევრი საერთაშორისო სიტყვა დამკვიდრდა ქართულ ენაში რუსული ენის მეშვეობით.
 
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენაში უხვად შემოვიდა საერთაშორისო ტერმინოლოგია ევროპული ენებიდან, რომლებიც ფართოდაა შესული თანამედროვე კულტურულ ენებში და გადმოსცემენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნებისა და სხვათა ძირითად ცნებებს ბევრი საერთაშორისო სიტყვა დამკვიდრდა ქართულ ენაში რუსული ენის მეშვეობით.

15:28, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია

ქართული ენა - ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა, ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ნაციონალურ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები, - უძველესი ხანიდან მოყოლებული, - ყველა საფეხური, რომლებიც განვლო მისი კულტურის განვითარებამ, ამიტომ ხალხის მდიდარი წარსული, მისი კულტურის ინტენსიური განვითარება თავდებია ამ ხალხის ენის სიმდიდრისა და მძლავრი განვითარებისა.

ქართული ენა ქართველი ტომების საერთო ენაა. იგი აერთიანებს ქართველი ერის უმთავრეს ტომებს: ქართებს, მეგრელ-ჭანებს (ზანებს) და სვანებს. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ცნება „ქართული ენისა“ შეიცავს როგორც საკუთრივ ქართულ ენას, ისე მეგრულ ჭანურს (ზანურს) და სვანურს, თუმცა ვიწრო ლინგვისტური გაგებით მეგრულ-ჭანური (ზანური) და სვანური „ენებია“ (ქართველურ ენებად იწოდებიან. ისინი საერთო ქართული ფუძეენის დიფერენციაციის შედეგს წარმოადგენენ). ქართველი ერი ამ სამი უმთავრესი ქართველური ტომის ერთობლიობაა; ქართული ენა მთელი ქართველობის გამაერთიანებელია.

ქართველი ტომების კომპაქტურობა ძველი საუკუნეების მონაპოვარია. შუა საუკუნეებში ამ კომპაქტურობას და ერთიანობას საგრძნობლად შეუწყო ხელი ქართველი ტომების არსებობამ ერთ სახელმწიფოში და ქართული ენის მიღებამ საერთო ეროვნულ სალიტერატურო ენად.

ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენდა.

ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო შემკრავი და შემადუღებელი მთელი ქართველობის ისტორიული განვითარების პროცესში.

ქართული სალიტერატურო ენა წარსულ საუკუნეებში საფუძველს უქმნიდა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისმოყვარეობას.

ქართული ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ცივილიზებულ ენებს. ამ ენაზე შეიქმნა ისტორიულ წარსულში უმდიდრესი ლიტერატურა - როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი. ეს ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: საეკლესიო-რელიგიური, ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საერო, ისტორიული, სასწავლო ხასიათისა და სხვ.

ქართულმა ენამ შემოგვინახა ისეთი თხზულებები ბიზანტიური მწერლობისა, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია, მათი აღდგენა კი შეიძლება მხოლოდ ქართული თარგმანებით; ქართულ ენაზე შემონახული ცნობები ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის შესახებ ავსებენ და სულ ახალ ასპექტში აშუქებენ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას; ქართულ ენაზე დაცულია ცნობები ბიზანტიური მწერლობის სრულიად უცნობი მწერლების შესახებ; ბიზანტიური ლიტერატურის ზოგი ნაწარმოები ქართულ ენაზე მოღწეულია ისეთი ვარიანტებით, რომლებიც სხვა აზრსა და მნიშვნელობას აძლევენ ამ ნაწარმოებებს. ამასთანავე ქართველი ხალხის კულტურული სახე ვერ მოთავსდება ხალხთა ბერძნულ-ქრისტიანული ოჯახით შემოსაზღვრულ ჩარჩოებში. ქართულმა მწერლობამ სპარსული, არაბული და სირიული ლიტერატურის უძვირფასესი ძეგლებიც შემოგვინახა. მაგალითად, ქართველებმა მე-12 საუკუნეში სპარსულიდან თარგმნეს სპარსული ლიტერატურის შედევრი „ვისრამიანი“. ქართული ვარიანტი სრულიად უნიკალურია და, ამდენად, დიდი ინტერესის შემცველი სპარსული ლიტერატურის თვალსაზრისით. დიდი ხანი არ არის რაც თეირaნში დაიბეჭდა „ვისრამიანის“ ტექსტი ქართული ვარიანტით გამდიდრებული, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწარმოების თავდაპირველი ტექსტის აღდგენისათვის.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა საერთაშორისო რეზონანსი მოიპოვა ძველ საუკუნეებში ქართულ ენაზე არსებულმა ლიტერატურულმა ძეგლებმა. ეს გახლავთ „ბალავარის სიბრძნე“, მორალურ-ასკეტური ხასიათის ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. ბალავარიანის პროტოტიპული თხზულება (ან ზეპირად გავრცელებული ამბავი) მოხვედრილა ქრისტიანთა წრეში და გადაკეთებულა ქრისტიანულ რომანად ერთ-ერთი ქრისტიანული მწერლობის ენაზე. მეცნიერებას ვერ დაუდგენია, რომელია ეს ქრისტიანული მწერლობის ენა, რომელზედაც ჩამოყალიბებულა და სიუჟეტურად გაშლილა ევროპაში სახელგანთქმული მხატვრული ქმნილება. ის კი ნათლად ჩანს, რომ ეს გადამუშავება-გადაკეთება უნდა მომხდარიყო არა უადრეს მე-5 საუკუნისა. ევროპულ ენებზე „ბალავარის სიბრძნე“ ლათინური ენიდან ითარგმნა, ლათინური თარგმანი კი ბერძნულიდან მომდინარეობს. ბერძნული რედაქცია ცნობილია მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედიდან. შუა საუკუნეების ევროპაში ასე გავრცელებული რომანი არსებობს ქართულ ენაზედაც. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, „ბალავარის სიბრძნე“ ქართულიდან თარგმნა ბერძნულად ცნობილმა მწერალმა ექვთიმე ათონელმა და შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ჩვენ შეგვეძლო სხვა მაგალითებიც დაგვესახელებინა იმის ნათელსაყოფად, რომ ქართულ ენაზე შემონახული წერილობითი ძეგლები საყურადღებოა და საინტერესო არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით. ქართული ენა მეტად თავისებურია, მისი გრამატიკული სტრუქტურა ლიგვისტიკაში მრავალმხრივ ინტერესს იწვევს.

ქართული ენის ფონეტიკა, მორფოლოგია და სინტაქსი შეიცავს მრავალ სპეციფიკურ ნიშანს, რომლებიც სხვა ენებში არ დასტურდება.

გარდა თვით ქართული მეცნიერებისა, ქართული ენის სტრუქტურას მის ისტორიას იკვლევენ რუსი და ევროპელი მეცნიერებიც.

მრავალი ნაშრომია გამოქვეყნებული ევროპულ ენებზე ქართული ენის გრამატიკისა და ლექსიკის საკითხებზე. 1629 წ. რომში გამოიცა ს. პაოლინისა და ნ. ირბახის „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, ხოლო 1643 წელს იქვე ლათინურ ენაზე დაიბეჭდა მაჯოს ქართული ენის გრამატიკა (მეორე გამოცემა - 1670 წ.) 1834 წ. პარიზში ქვეყნდება მ. ბროსეს ქართული ენის გრამატიკა, 1837 წ. კი მისივე „ელემენტები ქართული ენისა“. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ქართულ ენას ავსტრიელმა მეცნიერმა ჰ. შუხარდტმა. ჩვენი საუკუნის ოცდაათიან წლებში დაიბეჭდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის რ. მეკელაინის ქართულ-გერმანული (1928 წ.) და გერმანულ-ქართული (1937 წ..) ლექსიკონები. 1930 წ. ლაიფციგში გამოვიდა პროფ. გ. დეეტერსის კაპიტალური ნაშრომი ქართველური ენების ზმნის შესახებ. ცნობილია აგრეთვე ფრანგი მეცნიერის პროფ. რ. ლაფონის (უმთავრესად ქართულისა და ბასკური ენების ურთიერთობის საკითხებზე), ჩეხი პროფესორის ი. იედლიჩკასა და სხვათა ნაშრომები. 1962 წელს ვისბადენში გამოვიდა პროფ. კ. შმიდტის ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი; ამავე საკითხს მიეძღვნა მოსკოველი მეცნიერის პროფ. გ. კლიმოვის წიგნი. 1936 წ. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ნორვეგიელი მეცნიერის ჰ. ფოგტის ქართული ენის გრამატიკა (მეორე შევსებული გამოცემა - 1973 წელს). ფრანგულ ენაზე არსებობს აგრეთვე აკად. ნ. მარისა და პროფ. ნ ბრიერის კაპიტალური წიგნი „ქართული ენა“ (პარიზი, 1931 წ.), ხოლო გერმანულ ენაზე - კ. ჩხენკელის ორტომიანი ქართული ენის გრამატიკა (1959 წ.). 1960 წლიდან შვეიცარიაში (ციურიხში) გამოდის ნაწილ-ნაწილ ამავე ავტორის ვრცელი ქართულ-გერმანული ლექსიკონი (მისი გარდაცვალების შემდეგ ლექსიკონი გამოვიდა ი. მარშევის რედაქტორობით).

ქართულ სალიტერატურო ენას 1500 წლის ისტორია აქვს. მეცნიერებაში საკმაო საბუთიანობით ისმება საკითხი იმის შესახებ, რომ ქართველებს მწიგნობრობა V საუკუნეზე ადრეც ჰქონიათ. ქართული ენის ყველაზე ძველი ეპიგრაფიკული ძეგლი - პალესტინის წარწერა, შესრულებული V საუკუნის ოცდაათიან წლებში, იმდენად სრულყოფილია და ჩამოყალიბებული პალეოგრაფიული თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია იგი პირველი იყოს; უთუოდ სავარაუდებელია განვითრების წინა საფეხურები, რომელთა ნიმუშები ჯერჯერობთ აღმოჩენილი არ არის. ამას ემატება ის, რომ V-VI საუკუნეების წერილობითი ძეგლების ენა მაღალ დონეზე დგას.

ქართველი ხალხის სულიერი სიმდიდრის გამომხატველი უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები, საქართველოს გარდა ინახება ძველ ქართულ ლიტერატურულ ცენტრებში - სირიაში, პალესტინაში (იერუსალიმში), სინას მთაზე, ბიზანტიაში - ოლიმპოს მთაზე, საბერძნეთში - ათონის მთაზე, გარდა ამისა - საფრანგეთში, პოლონეთში, ინგლისში, იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ამერიკაში.

ქართული ქრისტიანული ლიტერატურის განვითარების პირველ ეტაპზე შეიქმნა სალიტერატურო ენის შესანიშნავი ძეგლები. ნათარგმნი ლიტერატურით საქართველო ამ საუკუნეებში საკმაოდ მდიდარი იყო. თარგმნილი იყო საეკლესიო სამსახურის ამსახველი თხზულებები, ცხადია ლიტურგიითურთ, ბიბლიის ყველა წიგნი, აპოკრიფები, რელიგიური პოეზია, ეგზეგეტიკა, თეოლოგია დოგმატიკითურთ, საეკლესიო კანონები, აგრეთვე პოლემიკა და სხვ. ამ თარგმანების მნიშვნელობა მსოფლიო ქრისტიანულ ლიტერატურაში მით უფრო დიდია, რომ ქართველები მათ თარგმნიდნენ არა მხოლოდ ბერძნულიდან, არამედ სირიულიდან, სომხურიდან და არაბულიდან. ეს მთარგმნელობითი ლიტერატურა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დღესდღეობით დაკარგულ ნაწარმოებთა აღმოჩენისათვის მნიშვნელოვან ფონდს წარმოადგენს.

ქართული ენის სტიქია კარგად არის გამოვლენილი ისეთი თხზულებების ძველ ქართულ თარგმანებში, როგორიცაა „შაჰნამე“, „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „ლეილ-მაჯნუნიანი და მრავალი სხვა.

V საუკუნიდან მოყოლებული ქართველებმა შექმნეს უმდიდრესი ორიგინალური მხატვრული ლიტერატურა.

საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და იხვეწებოდა, სრულყოფილი ხდებოდა ქართული პოეტური ენა იმ პირველხარისხოვანი ნაწარმოებების მეოხებით, რომლებიც წარმოადგენენ ქართული სალიტერატურო ენის ფასდაუდებელ ძეგლებს. ქართულმა პოეტურმა ენამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია გენიალური შოთა რუსთაველის პოემა - „ვეფხისტყაოსანში“.

ქართულ ენაში შემოსულია და დამკვიდრებული უხსოვარი დროიდან მსოფლიოს კულტურული ენების ელემენტები, რაც შედეგია, ერთი მხრივ, ეთნოკულტურული კონტაქტებისა და, მეორე მხრივ, ისტორიულ ეპოქებში მხატვრული ლიტერატურისა და მეცნიერულ- ფილოსოფიური თხზულებების თარგმანებისა.

ქართულ ენაში შემოსული უცხოური ლექსიკური ელემენტების ბგერობრივი (ფონეტიკური) მოდიფიკაცია საინტერესოა არა მარტოოდენ ქართული ენის ფონეტიკური სისტემის შესასწალად, არამედ არაიშვიათად ქართულ ენას შემოუნახავს მსესხებელი ენის თვალსაზრისით საინტერესო უძველესი ფორმებიც.

შუა საუკუნეების საქართველოში შეიქმნა და დამუშავდა მეცნიერული და ფილოსოფიური ენა.

სპეციალური ფილოსოფიური ენის შექმნას იმთავითვე ხელი შეუწყო თეოლოგიური ლიტერატურის თარგმანებმა.

ქართული ფილოსოფიური ენის შექმნაში განსაკუთრებით დიდი ამაგი მიუძღვის XI-XII საუკუნის ქართველ ფილოსოფოსს იოანე პეტრიწს. პეტრიწის კალამს ეკუთვნის ორიგინალური და თარგმნილი ფილოსოფიური ნაწარმოებები. მან ბერძნულიდან თარგმნა ქართულად ნემესიოს ემესელის, პროკლე დიადოხოსის, არისტოტელესა და სხვათა თხზულებები. ეს თარგმანები აღჭურვილია ვრცელი კომენტარებით. პეტრიწმა შექმნა ფილოსოფიური ტერმინოლოგია, რომელიც ქართული ძირებით არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემდა ყველა ტერმინს, რომლებიც ევროპულ ენებში ბერძნული ან ლათინური ენებიდან მომდინარეობს. იგი ქმნიდა ბერძნული ენის ნიმუშის მიხედვით განყენებულ ცნებას. მან ქართული ეკვივალენტი მოუძებნა მრავალ ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინს (მაგალითად, თარგმნა, თეორია, ლოგოსი, ლოგიკა, დიალოგი, და მრავალი სხვ.), ამასთანავე, მრავალი ბერძნული ფილოსოფიური ტერმინი დაამკვიდრა და შემოიღო ქართულ ენაში. ამით მან გაამდიდრა ქართული ფილოსოფიური ენა. ძველი ქართველი ფილოსოფოსების ტრაქტატებში მრავლად გვხვდება ტერმინები გეომეტრიის, არითმეტიკის, რიცხვთა თეორიის, მუსიკის თეორიისა და სხვა სპეციალური დარგებიდან.

ქართული კულტურის მდიდარ საგანძურს ამშვენებს კლასიკური მჭევრმეტყველება. სულიერი შემოქმედების სხვა სფეროებთან ერთად ქართველ ხალხს შეუქმნია და შემოუნახავს საჯარო მეტყველების დიადი საუნჯე. უხსოვარი დროიდან ჩვენამდე მოღწეულია უამრავი ზეპირი და წერილობითი სახით რიტორიკული ხელოვნების ნიმუშები. .ამ ეროვნული მემკვიდრეობის ერთი მხარე ზეპირსიტყვიერებაა, მეორე ლიტერატურა. ზეპირსიტყვიერებაში დაცულია ხალხური მჭევრმეტყველება. ისინი ერთად ქმნიან ქართულ ორატორიკულ ხელოვნებას. ჩვენთვის საყურადღებო ცნობებია შემონახული ლათინურ და ბერძნულ წყაროებში, რომაელი და ბიზანტიელი მწერლების ნაშრომებში (ტექსტები შეკრიბა და გამოსცა ნ. კანდელაკმა). ქრონოლოგიურად პირველი საისტორიო წყარო, რომელიც გაკვრით ეხება ქართულ მჭევრმეტყველებას, არის I საუკუნის რომაელი ისტორიკოსის კორნელი ტაციტუსის „ანალები“. ქართული მჭევრმეტყველების ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსისა და ორატორის თემისტიოსის სიტყვას. აქ მოცემულია ცნობა კოლხეთის რიტორიკული სკოლის შესახებ. IV საუკუნის შუა წლებში კოლხიდაში, დღევანდელი ფოთის მახლობლად არსებობდა რიტორიკული განათლების ცენტრი, რომელშიც ფილოსოფიასა და რიტორიკას სწავლობდნენ საქართველოში მოვლინებული ბერძენი ახალგაზრდებიც. საფიქრებელია, რომ კოლხეთის აკადემიაში სწავლება მიმდინარეობდა ორ ენაზე - ქართულსა და ბერძნულზე.

პირველი ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელშიც ვპოულობთ სამჭევრმეტყველო ტერმინებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ სამოსამართლო დარგის მჭევრმეტყველების ზოგიერთი საკითხის გასარკვევად, არის VI საუკუნის ნაწარმოები „ევსტათე მცხეთელის მარტვილობა“. შემდეგი დროის აგიოგრაფიული თხზულება, რომელიც შეიცავს არა მარტო ცნობებს ქართული მჭევრმეტყველების შესახებ, არამედ თვით ორატორულ ქმნილებასაც, არის VIII საუკუნის ქართველი მწერლის იოანე საბანისძის „აბო ტფილელის მარტვილობა“.

ორატორული ხელოვნების ნიმუშებით მდიდარია განსაკუთრებით მომდევნო საუკუნეების ნაწარმოებები. ძველ საუკუნეებშივე შეიქმნა მდიდარი ქართული სამჭევრმეტყველო ტერმინოლოგია.

ძველ ქართულ სალიტერატურო ენაშივე დამკვიდრდა ბერძნულ-ლათინური ტერმინები, რომლებიც შევიდა ყველა კულტურულ ენაში (რიტორი, რიტორიკა, რიტორობა, ბასილიკონი, ჰომილია, ორატორი და სხვა.) ამ საერთაშორისო სიტყვების პარალელურად შეიქმნა ქართული სიტყვების ძირებზე დაფუძნებული რიტორიკული ტერმინოლოგია; ბერძნულ-ლათინური სიტყვების საფუძველზე გამომუშავებულ სიტყვებს მოეძებნა ქართული ეკვივალენტები. სახელდობრ, ძველი საუკუნეების საქართველოში უკვე არსებობდა ქართული შესატყვისები ისეთი ცნებებისა და ტერმინებისა, როგორიცაა ზეპირი მეტყველება, ზეპირმეტყველი, კამათი, მოკამათე, მჭევრმეტყველი, სიტყვის ოსტატი, წარმოთქმა და სხვ. ამრიგად, ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენა, განსაკუთრებით X, XII საუკუნეებისათავის დროის კულტურულ მოთხოვნილებას ღირსეულად ემსახურებოდა.

თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ მემკვიდრეობით მიიღო ძველ საუკუნეებში მრავალი სამეცნიერო ფილოსოფიური ტერმინი. დღესაც იხმარება ქართულში შემდეგი ტერმინები: მეცნიერება, შემეცნება, ცნობიერება, ჭეშმარიტება ასტრონომია, ბუნებისმეტყველება, მოძღვრება, გონიერება, ნივთიერი, დრამატურგია და მრავალი სხვა.

ქართული სალიტერატურო ენის ტერმინოლოგიური ლექსიკით გამდიდრების საქმეში დიდია ღვაწლი გამოჩენილი ლექსიკოგრაფის სულხან-საბა ორბელიანის, რომლის ქართული განმარტებითი ლექსიკონი ცნებათა დეტალიზაციისა და მეცნიერული დეფინიციების თვალსაზრისით დღესაც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ამა თუ იმ დარგის ტერმინების შემუშავებისას (XVII- XVIII საუკ.).

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენაში უხვად შემოვიდა საერთაშორისო ტერმინოლოგია ევროპული ენებიდან, რომლებიც ფართოდაა შესული თანამედროვე კულტურულ ენებში და გადმოსცემენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნებისა და სხვათა ძირითად ცნებებს ბევრი საერთაშორისო სიტყვა დამკვიდრდა ქართულ ენაში რუსული ენის მეშვეობით.

ჩვენი საუკუნის ოციანი წლებიდან გამდიდრდა ქართული ენა ტექნიკის დარგებიდან. 1920 წელს საქართველოს ტექნიკურმა საზოგადოებამ გამოსცა „რუსულ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია ამ დარგის იმდროინდელი ქართული ტერმინოლოგია.

ქართული ენის ლექსიკა დღესაც. ძალიან მდიდარია. ჩვენს დროში ქართულ ენაზე შეიქმნა ყველა დარგის მეცნიერება.




წყარო

შოთა ძიძიგური საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები