ქართული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული ენა - ერთ-ერთი ქართველური ენა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ენა გაერცელებულია აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ქართულ ენასე მოლაპარაკეთა რიცხვი 3,5 მლნ-ს აღემატებოდა (1979 აღწერა). ქართული ენა საქართეელოს სახელმწიფო ენაა. იგი იყო და რჩება ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობისა და ღვთის მსახურების ენად. ქართული დამწერლობა დოკუმენტურად დადასტურებულია ახ. წ. V ს-იდან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი უფრო ადრინდელი წარმოშობისაც იყოს.

ქართული ენა იმყოფებოდა და ვითარდებოდა რთულ ისტორიულ გარემოში, სხვა ხალხებთან და ენებთან მუდმივი კონტაქტების პირობებში, რასაც არ შეიძლება თავისი კეალი არ დაეჩნია მასზე. მაგრამ ეს გავლენა ძირითადად ასახულია ლექსიკის სფეროში და, როგორც ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, გრამატიკულ სტრუქტურაში არსებითი ცელილებები არ შეუტანია. ქართული ენა მდიდარია დიალექტებით, რომლებიც მიუხედავად მეტ-ნაკლები განსხვავებებისა, ხასიათდებიან გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ერთობლიბით.

სარჩევი

ფონეტიკა

ქართული ენის ხმოვანთა სისტემა მარტივია, შედგება ხმოვნებისაგან; დიფთონგები დასტურდება მხოლოდ ცოცხალ მეტყველებაში. თანხმოვანთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თანამედროვე ქართულ ენაში 28 თანხმოვანია, რომლებიც განსაკუთრებით მრავალფეროვან კომპლექსებთან ერთად მარცვლის, ძირის, სიტყვის სტრუქტურაში ქმნიან რთულ თანხმოვნურ კომპონენტებს. მარცვალი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. მახვილი სუსტი დინამიკურია, რომელიც ვერ იწვეეს უმახვილო ხმოვანთა რედუქციას. მისი ადგილი ფიქსირებულია, მოდის სიტყვის ჰირველ მარცვალზე.

მორფოლოგია

მორფოლოგიურად ქართული ენა გლუტინაციური ენაა, სინთეზურობისაკენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით. მეტყველების ნაწილი ათია, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელებად. ფორმაცვალებადია სახელი და ზმნა. სახელებისთვის დამახასიათებელია ბრუნებისა და რიცხვის კატეგორიები, არ გააჩნიათ გრამატიკული სქესი ბრუნება ერთია, ბრუნვა – 7 (სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი), გარკვეული თავისებურებებია ნაცვალსახელთა ბრუნებაში. რიცხვი ორია: მხოლოობითი და მრავლობითი. ეს უკანასკნელი ორი სახითაა წარმოდგენილი (ებ-იანი და ნ/თ-იანი).

ქართულ ენაში სახელთა შედარებით მარტივი სისტემის გვერდით ყურადღებას იქცევს რთული ზმნური სისტემა. სირთულეს განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. გარჩეულია, ერთი მხრივ, სტატიკური და დინამიკური ზმნები, გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები. ქართული ზმნა პოლიპერსონალურია: ზმნა იცელება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირების მიხედვით, რაც ასახულია უღლების სისტემაში. ქართულში არ არის ინფინიტივის ფორმა, რომლის ფუნქციით გვევლიჩება ნაზმნარი სახელი (საწყისი, მასდარი).

სინტაქსი

ქართული ენის სინტაქსური კავშირებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა. ამ კავშირთა გამოყენების თავისებურებებს ქმნის: ერთი მხრივ, ქვემდებარისა და დამატებების შეთანხმება შემასმენელთან პირში, ხოლო, მეორე მხრივ, შემასმენლის მიერ ქვემდებარისა და დამატებების მართვა ბრუნვაში. შესაბამისად, განსხვავებული აქვთ სამი წყობა: ნომინატიური, ერგატიული და დატიური. გარჩეულია წინადადებათა სახეები: აგებულების მიხედვით (მარტივი, შერწყმული, რთული), მოდალობის მიხედვით (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვით-ძახილის). თავისებურებებს ავლენს მსაზღვრულის პოზიცია და, აქედან გამომდინარე, მათი ბრუნება.

ლექსიკა

ქართული ენის სიტყვაწარმოება გამოირჩევა მოდელთა მრავალფეროვნებით აღსანიშნავია ქართული ენის ლექსიკის სიმდიდრე, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, ხანგრძლივი და მრავალდარგობრივი მწიგნობრული ტრადიციები, ხოლო მეორე მხრივ, ცოცხალი კონტაქტები როგორც საკუთრივ ქართულ დიალექტებთან, ისე სხვა ქართველურ ენებთან. ქართულ ლექსიკაში მრავლად არის აგრეთვე უცხოური ნასესხობები.

ქართული ენა ინტენსიური კვლევის საგანია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც.

ქართულ ენის განვითარების ისტორია

ქართულ ენას ხანგრძლივი და მდიდარი დოკუმენტირებული ისტორია აქვს. უკვე X-XII სს-თვის იგი იმდენად განვითარებული იყო, რომ კულტურულ ცენტრებში შექმნილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური და გრამატიკული თხზულებების ქართულად თარგმნა-ინტერპრეტაცია, უცხოენოვანი ტექსტების ყველა ელფერის გადმოცემა სრულყოფილად ხორციელდებოდა სპეციალური ტერმინებისათვის ქართული შესატყვისების დაძებნისა და ახალი ტერმინების წარმოების მეშვეობით, ხოლო ქართული ენის მხატვრული გამომსახველობა უმაღლეს ოსტატობას აღწევდა (საისტორიო მწერლობა, „ვეფხისტყაოსანი“, მეხოტბეთა პოეზია).

ქართული ენის შემდგომი განვითარება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც დროთა შესაბამისად, სულ უფრო მრავალმხრივი ხდებოდა. ქართულ ენაზე სწავლებამ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, ცოდნის ყველა დარგისათვის ნაშრომთა ქართულად შექმნამ, ქართულად საქმის წარმოებამ და კანონშემოქმედებამ ქართული მასმედიის (ჟურნალ-გაზეთების, რადიო-ტელევიზიის) როლის გაზრდამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ქართული ენის ფუნქციონირების დიაპაზონი. ამან ახალი ასპარეზი მისცა მის განვითარებასა და მისი დიდი შესაძლებლობების გამოვლენა-ამოქმედებას. გამოყენების მრავალმხრივმა სფეროებმა ქართულის პოლივალენტოვნობა განსაზღვრა, რაც აისახა ქართულ ფუნქციურ სტილთა (სამეცნიერო, საგაზეთო პუბლიცისტური, ოფიციალურ-საქმიანი, საკანონმდებლო…) სისტემების ჩამოყალიბებაში.

ქართული სალიტერატურო ენა

ქართულს, როგორც სალიტერატურო ენას, ახასიათებს:
1) ადამიანის მოღვაწეობის რაგინდარა სფეროში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყოველგვარი ცოდნის გამოხატვის უნარი;
2) ნორმატიულობა;
3) მუდმივი კავშირი ცოცხალ მეტყველებასთან და ამასთან დაკავშირებით ენის დემოკრატიზაცია;
4) გამომსახველობით სტილისტიკურ საშუალებათა სიმდიდრე, დამყარებული ლექსიკურსა და სინტაქსურ სინონიმიაზე, ენის ერთეულთა ვარიანტულობაზე;
ე)ქართული გრამატიკული სისტემის ცვლის ნელი ტემპი და ნორმალიზაციის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით განპირობებული მეტ-ნაკლები სტაბილურობა. სტაბილურობის, მეტ-ნაკლებობა გულისხმობს იმ ვითარებას, რომ სალიტერატურო ენის ადრინდელი იდეალი უფრო მეტ სტაბილურობას ვარაუდობდა, რაც მდგომარეობდა ნორმის ისტორიულ მდგრადობაში, ნორმის ტრადიციულობასა და გადახრათა შეუწყნარებლობაში. თანამედროვე ნორმალიზატორები დასაშვებად თვლიან ნორმის ვარიანტულობას. „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“, სათანადო ადგილას მოცილე ფორმებს მინიშნებები აქვთ, თუ რომელი ვარიანტია „უპირატესი“, ქართული ენის „თანაბარი“, „დაშვებული“, აგრეთვე „მოძველებული“ და „იშვიათი“. ამგვარი მიდგომით, რომელიც ნორმის მოქნილობასა და ცვალებადობას ითვალისწინებს, სალიტერატურო ენა განიხილება არა როგორც კონსერვაციაზე ორიენტირებული, გაქვავებული სისტემა, არამედ როგორც ცოცხალი და დინამიკური.

ქართული მეტყველება

ქართული ენის ზეპირი სფერო წარმოდგენილია სასაუბრო და საჯარო მეტყველებით. ეს უკანასკნელი სალიტერატურო ენის ზეპირი ფორმაა, მისი ჟანრებია: მოხსენება, ლექცია, გამოსვლა, პაექრობა, კონსულტაცია, საუბარი ინტელექტუალიზებულ თემაზე და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მეტყველება უფრო მეტად უახლოვდება წერილობით ენას, ვიდრე სასაუბროს, ზეპირობის „ფაქტორი-მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ენობრივ „თავისებურებებს.

სასაუბრო მეტყველება. გვაქვს როგორც: კოდიფიცირებული, (სალიტერატურო-სასაუბრო ისე არაკოდიფიცირებული (ხალხური, მეტყველება) „მდაბიური ენა“. ტერიტორიული დიალექტი, ჟარგონი…. ქართული ხალხური ენა ეროვნული ურთიერთობის, საშუალებად, სავარაუდოა, ეროვნების ფორმირებისას ჩამოყალიბდა, ეროვნებამდელ პერიოდში კომუნიკაციისა და ზემოქმედების ფუნქციებს, ალბათ ასრულებდნენ დიალექტები, ქალაქური კოინე და, სხვ. მართალია ხალხური ენა (არაკოდიფიცირებული სასაუბრო ენა) ქრონოლოგიურად ბევრად უსწრებს სალიტერატურო-სასაუბროს, მაგრამ დღემდე განაგრძობს მასთან თანაარსებობას. იგი გამოიყენება მხოლოდ ყოფით, არაფორმალურ ვითარებაში და გამოირჩევა ფამილარობით. მეტი თავისუფლებითა და დაუდევრობით რიგი საერთო ნიშან-თვისების გამო ჭირს საზღვრის გავლება ხალხურ მეტყველებასა და ჟარგონს შორის. ეს სირთულე ასახულია „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის“ რვატომეულში, სადაც სალექსიკონო ერთეულებთან მოცემულია კვალიფიკაციები: „ხალხური“, „ვულგარული“, „საუბრისა“, „დამცირებითი“ „უპატივცემულობისა“, „სალანძღავი“, „ჟარგონი“ – ამგვარი სიტყვების მახასიათებლებია, რომლებსაც საერთო სტილური თავისებურება – დაწეულობის, „დამიწების“ (მკვეთრი ექსპრესიული ნიშანი აქეთ და ამის გამო გვხვდებიან, როგორც სასაუბრო ხალხურ მეტყველებაში, ისე ჟარგონში. ზეპირი სასაუბრო ელემენტების ხშირი გამოყენება შეიმჩნევა პოსტსაბჭოური მასმედიის ენაში. ფართო და „ჭრელ“ მკითხველზე გაზეთის ორიენტაცია ისეთი ენობრივი ერთეულების შერჩევას იწვევს რომელიც ყველასთვის გასაებია, გამოირჩევა უშუალობით, ფამილარულობით, გამიზნულია მკითხველთან კონტაქტის ადვილად დამყარებისათვის.

ქართული ენის, ისევე როგორც ნებისმიერი ბუნებრივი ენის, ობიექტური პროცესია მზა სამეტყველო ფორმულების წარმოშობა, რაც დაკავშირებულია სემანტიკურ და სტრუქტურულ კომუნიკაციურ დაძაბულობასთან. მართალია, ცოცხალი ენის სტანდარტიზაცია შეზღუდულია თვით ენის ბუნებით, მისი ლექსიკური და გრამატიკული პოლივალენტურობით სინონიმიითა და სხვ. მაგრამ ენა ხშირად გვაიძულებს, ჩვენი ზარების ის მიერ წინასწარ გამზადებულ ყალიბებში ჩამოვასხათ. ადამიანთა უმრავლესობა ლაპარაკობს და წერს მზა ფორმულებით – ისინი აადვილებენ კომუნიკაციის პროცესს, გვარიდებენ ახალი გამოთქმების შექმნის აუცილებლობას. ენობრივი სტანდარტების მეშვეობით ხერხდება ინფორმაციის ტევადობა და კონდენსაციის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის ტენდენცია მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვლინდება ქართული ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში (სამეცნიერო ენა, ოფიციალურ-საქმიანი და საკანონმდებლო დოკუმენტების…), სადაც გამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნების არც საჭიროებაა და არც მოთხოვნილება. ამ სფეროში ინფორმაციის სიმშრალე ნორმად ითლება, ხოლო ემოციური და მხატვრული გამომსახველობა – ნორმის დარღვევად. ამ მხრივ სპეციფიკური ვითარებაა გაზეთში. გაზეთის ენით, წერა – უბრალოდ, საქმიანად და ეკონომიურად – სამეტყველო სტანდარტებისა და კლიშეს გამოყენებით წერას ნიშნავს, ამიტომ სტანდარტები და. კლიშე აქ „კანონიერია“ და წარმომავლობისა და კონსტრუქციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მრავალფეროვანი. გაზეთში არათუ, მარტო გამოიყენება სტერეოტიპები, არამედ, იქმნება კიდეც. ამის ბევრი არაენობრივი მიზეზი აქვს, მათ შორის უცხოენოვანი პრესის ფურცლებიდან ინტერნეტიდან მასალის ოპერატიული გადმოთარგმნა, გაქართულება, რაც კალკირებულ სტანდარტებთან ერთად, თარგმნის შტამპებსაც ამრავლებს. ფუნქციურად მოტივირებული და ტრადიციულია ფრაზათა და მათი შიდა სტრუქტურების სტანდარტულობა. ქრონიკისა და ოფიციალურ საინფორმაციო ჟანრებში, სადაც ბევრი კლიშეა დამკვიდრებული. მათი შემადგენელი ნაწილების შაბლონური გაფორმება მრავალი წლის მანძილზე უცვლელი რჩება (მაგ. „როგორც იუწყება“, „როგორც ცნობილი გახდა“, „ვიზიტით იმყოფება“). საკუთარი სტანდარტების (ე. წ. გაზეთიზმების) გარდა საკმაოდ ბევრი გვხვდება ამ საზოგადოებრივ სფეროებში დამკვიდრებული სტანდარტებიც, რომლებიც პერიოდულად შუქდება პრესაში.

ენაში სტანდარტიზაციის კანონზომიერი ტენდენციის გვერდით მოქმედებს და მასთან მუდმივ ჭიდილშია ავტომატიზაციის. დარღვევისადა მოხსნის, ენის მზა ფორმულათა განახლების ტენდენცია, რასაც მოწმობს ქართული სალიტერატურო ენის, მისი ფუნქციური-სტილები-სა და განსაკუთრებით მხატვრული მეტყველების ისტორია.

მხატვრული ლიტერატურის ენა

სალიტერატურო ენისაგან რამდენადმე განსხვავებულია მხატვრული ლიტერატურის ენა თუ საერთო-სალიტერატურო ენა შეუზღუდავად ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. მხატვრული მეტყველების მოხმარების არე უფრო ვიწროა, ამავე დროს, უფრო თავისუფალიც – არცთუ იშვიათად ირღვევა სალიტერატურო ნორმები: შემოდის საუბრის არამოდიფიცირებული ფორმები, დიალექტიზმები, ჟარგონიზმები – პერსონაჟთა მეტყველების დამახასიათებლად, მოძველებული გამოთქმები, არქაიზმები – ისტორიულ ეპოქათა გასაცოცხლებლად და სხვ.; მიზანდასახულად, მხატვრული ენის მისაღწევად იცვლება სიტყვათა და მნიშვნელობათა ჩვეული შეხამებები; თუ საერთო ენას ანონიმური და კოლექტიური შემოქმედი ჰყავს, რის გამოც იგი ობიექტური და მიუკერძოებელია. მხატვრულ ენას ქმნიან მწერლები თავიანთი სახელებით, იდიოსტილებით, ინდივიდუალური ახალწარმოებითა და სუბიექტური გემოვნებით. მართალია, „მხატვრული ენა საერთო ენის საუნჯეს ეწაფება, მაგრამ, თავის მხრივ ისიც ამდიდრებს მას, როცა აღმოაჩენს, და აღბეჭდავს რაიმე ახალს. სიტყვათქმნადობა, მეტაფორიზაცია, რაც იმთავითვე დამახასიათებელია ენებისთვის მხატვრულ მეტყველებაში გაცხოველებული და გაძლიერებულია: მწერლის ენა ინტენსიური ენობრივი ზემოქმედების ფართო ასპარეზია. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოეზიის ენას. რომელშიც უფრო გაღრმავებულია ენობრივი ნიშნის ასიმეტრიული დუალიზმი.

ევოლუციის გზაზე, ჰიმნოგრაფიიდან მოყოლებული დღემდე, პოეტიკის განვითარების შესაბამისად. პოეტური ენა ცვლილებას განიცდიდა ინტონაციის, ლექსიკისა და სახოვანების თვალსაზრისით. იგი თავისუფლდებოდა დრომოჭმული პოეტიზმებისა და ძველი ყაიდის მაღალფარდოვნებისაგან, იმ სპეციალური მეტაფორული მეტყველებისაგან, რომელიც კლასიკური პოეზიისთვის იყო დამახასიათებელი, თანდათან უახლოვდებოდა საერთო ენას, რომლისგანაც ადრე განსხვავებას ცდილობდა. ამით მეტად ახლოს მიდიოდა ადამიანთან, ვისი შინაგანი სამყაროც უნდა გამოეხატა. „თანამედროვე ქართველი ადამიანის სულიერი ცხოვრება წარმოადგენს იმ ახალ მოვლენას, რომელიც გამოსახატავად ახალ საღებავებსა და ახალ საშუალებებს მოითხოვს“ (გ. ასათიანი). ცოცხალი და ცვალებადი ქართული პოეტური ენა, ახლებურად გაგებული „მხატვრულობის“ შესაბამისად, აღარ ეყრდნობა მხოლოდ ტროპებსა და ფიგურებს, ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოწურავენ ესთეტიკურ ფუნქციას, საყრდენი ხდება სიტყვათა, ფორმათა და კონსტრუქციათა მრავალფეროვანი კონოტაციები, მხატვრული საშუალებები, რომელთა ხორცშესხმის საფუძველი ქვეტექსტებშია, როცა არაექსპლიციტურად, არამედ ქვეტექსტში გაკვრით ხორციელდება ესთეტიკური ფუნქცია.

მხატვრული ენა, ზეპირი მეტყველების ფორმები, სალიტერატურო ქართული, მისი ვარიანტები თუ სხვ. ფუნქციური ტიპები, ერთი ენის, ქართული ენის, მოქმედების ლინგვოკულტურულ სივრცეს ქმნის. ამ სივრცეში მნიშვნელობათა თვალსაზრისით, ბევრი ეროვნულ-ქართული სპეციფიკის მქონე სხვადასხვა სიტყვა, გამოთქმა, ანდაზა, აფორიზმი, ენობრივი სტერეოტიპი თუ კულტურის ენობრივი კოდი, სიმბოლო თუ სახე, კულტურული თუ ეთიკური კონცეპტი იყრის თავს, რაც ქართული ენის სხვა ენათაგან განსხვავებულ უნიკალურ ენობრივ შინაარს ქმნის.

გ. კვარაცხელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები