ქერიფქლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერიფქლა

ქერიფქლა – (Verbascum phoeniceum L.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scorphulariaceae). ორწლიანი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული, ღერო სწორია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი. ფოთლები შებუსულია, ფესვთანური ფოთლები როზეტულია. ფორმით რომბული, კვერცხისებური ან გულისებური, კიდეებზე დაკბილული. ღეროსეული ფოთლები პატარაა, ჯირკვლოვანი შებუსვით. ყვავილედი ფარჩხატი მტევანია. გვირგვინი იისფერია ან მოწითალო, მტვრიანათა ძაფები იისფერია. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე მდელოებზე, საძოვრებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები