ქვემო ჭალის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 31 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ჭალის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის განაპირას, ჩრდილოეთით, თარიღდება XVIII საუკუნით. დაზიანებულია: კამარა, კონქი და კედლების ნაწილი ჩამონგრეულია.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია, დასავლეთ კარზე წარწერაა: „ვიყიდე ვენახი ხელაური, ვისგანაც ნასყიდი მიწა ოთხი დღისა. მიძაური აშ ია; დღიური სასახლედ ჩომახიძისგან. დავასახლოთ კაცი ზედ უნდა (454). მოიტანდეს, ვინც ესახლოს კოდის პური, კოკა ღვინო; ცხვარი, ქსანი, სანთელი, მისი საკმელი. ვინ ამისი დეკანოზი იყოთ, ამას ნუ დაიკლებთ, ამის მადლს“. წარწერაში არ ჩანს მყიდველის ვინაობა, მაგრამ ალბათ ეს რომელიმე ამილახვართაგანი უნდა იყოს. თავისთავად 454 კაცის დასახლება იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები