ქვემო ხანდაკის კოშკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქვემო ხანდაკის კოშკები''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, ...)
 
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]]
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლებ
+
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]

12:10, 6 აგვისტო 2020-ის ვერსია

ქვემო ხანდაკის კოშკები - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხანდაკში.

კოშკი I

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 8 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. პირველი სართულის კედლებში ექვსი გარეთკენ შევიწროებული სათოფურია (ორ-ორი აღმოსავლეთით და სამხრეთით, თითო – ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით). ამ სართულს აგურის გუმბათოვანი გადახურვა აქვს. დასავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა, მეორე სართულზე მაღალი ბუხარია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. ნიშებს შორის ორი ორმაგი სათოფურია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში მესამე სართულზე ასასვლელი კიბეა დატანებული. მესამე სართულზე, კედლებში, ყველა მხარეს თითო მაღალი ნიშია. ნიშებს შორის თითო ორმაგი სათოფურია. ამ სართულსაც კვადრატული აგურით ნაწყობი გუმბათოვანი გადახურვა აქვს. კედელში ერთი ერთმაგი სათოფური და მეოთხე სართულზე ასასვლელი კიბეა. ყველა სათოფურს გარეთკენ შევიწროებული ნიში აქვს.

ფასადებს შემოვლებული აქვს ბრტყელი რიყის თევზისფეხურად ნაწყობი სარტყელი. აღოსავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი ჯვარი.


კოშკი II

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის აღმოსავლეთით, 3კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საფონავთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია. პირველ სართულზე სამი ერთმაგი სათოფურია, ორი – ჩრდილოეთით, ერთი – დასავლეთით. სამხრეთ კედელში მაღალი ნიშია. ამ სართულს აგურით ნაწყობი გუმბათოვანი გადახურვა აქვს. სამხრეთ-დასავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. მეორე სართულზე. სამხრეთით – ერთი ერთმაგი, ხოლო ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით – თითო ორმაგი სათოფურია. ყველა სათოფურს გარეთკენ შევიწროებული ნიში აქვს. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში დატანებულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართულის კედლები ნახევრად დანგრეულია.

ფასადებს შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. კოშკი საყარაულო ყოფილა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები