ქვემო ხვითის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ხვითის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხვითიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის მოშორებით, ადგილზე, რომელსაც გალავნებს ეძახიან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია პირველი სართული. კოშკში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის მახარესაა. მის დასავლეთით ღრმა, თაღოვანი თახჩაა, ხოლო აღმოსავლეთით, კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ერთმაგი და ორმაგი თახჩიანი სათოფურებია. კოშკი შიგნიდან შელესილია. პირველი სართულის გადახურვა გუმბათოვანი იყო.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები