ქიქოძე გერონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 33: ხაზი 33:
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:ქიქოძეები]]
 
[[კატეგორია:ქიქოძეები]]

02:51, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

გერონტი ქიქოძე

ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე - (დ. - 21.VIII.1885, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა - გ. - 1.VIII.1960, თბილისი) - პუბლიცისტი, მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი.

სარჩევი

განათლება

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1903 წლიდან სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912. თავდაპირველად სოციალ-დემოკრატიულ მიმდინარეობას მიემხრო და მისი ბოლშევიკური ფრთის იდეოლოგია გაიზიარა. თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურთან“, რომელშიც 1905 წელს დაბეჭდა პირველი პუბლიცისტური წერილი. ცარიზმის საწინააღმდეგო საქმიანობისათვის ორჯერ (1905 და 1910) იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ვადით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან. ევროპაში ყოფნისას დაუკავშირდა ჟენევაში აღმოცენებულ „თავისუფალი საქართველოს ჯგუფს“ (ხელმძღვანელი პ. სურგულაძე), რის შედეგადაც განიცადა მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობრივი ტრანსფორმაცია - კოსმოპოლიტურიდან ეროვნულ საფუძველზე გადაინაცვლა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ სამშობლოში დაბრუნდა, ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას ლიბერალური მიმართულების ჟურნალ-გაზეთებში, დაუახლოვდა მომავალ ეროვნულ-დემოკრატებს.

1917 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გამოვიდა დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენებით „პოლიტიკური მომენტის შესახებ“ და პარტიის სამოქმედო გზად რეალისტური პოლიტიკის გატარება დასახა. ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. ედპ-ის სიით იყო საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს წევრი და მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის ნოემბერი), სადაც აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო საბჭოს საკონსტიტუციო, ასევე საბიუჯეტო და საფინანსო კომისიების წევრი. 1918 წლის სექტემბრიდან 1919 წლის 18 მაისამდე რედაქტორობდა ედპ-ის გაზეთ „საქართველოს“, წერდა საყურადღებო მეთაურ წერილებს, სხვა სტატიებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ პრობლემებზე. 1919 წლის თებერვალში ედპ-ის სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი.

1919 გამოაქვეყნა წერილების კრებული „ეროვნული ენერგია“, რომელშიც განხილულია თანადროულობის ბევრი აქტუალური პრობლემა, მათ შორის „ენა და ეროვნული ენერგია“, „დიდი და პატარა სამშობლო“ და სხვ. 1920 გამოვიდა მისივე ბროშურა „პოლიტიკური წერილები“, რომელშიც ცდილობდა, დაესაბუთებინა აზრი, რომ „თუ დამფუძნებელი კრება საბჭოურ კონსტიტუციას მიიღებს, საქართველო თავიდან აიცილებს ტერორსა და სამოქალაქო ომს“. 1919 წლის მაისში ედპ-დან გავიდა, მაგრამ დამფუძნებელ კრებაში დარჩა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 1921 წლის მარტში საქართველოს რევკომმა იგი რამდენიმე მოღვაწესთან ერთად გაგზავნა ბათუმში, რათა ნ. ჟორდანია სამშობლოში დარჩენაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1921-1922 წლებში იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ლიტერატურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე გადაინაცვლა. მცირე ხნით მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ სტილისტად. 1927-1928 წლებში იყო ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ალმანახ „არიფიონის“ თანარედაქტორი. 1931-1932 წლებში თსუ-ში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურიის ისტორიის კურსს. საბჭოთა ხელისუფლებისაგან დიდ პატივში არ ყოფილა, მაგრამ არც რეპრესიები განუცდია. 1934 მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მწერალთა საკავშირო პირველი ყრილობის მუშაობაში. გამოირჩეოდა საზოგადოებრივი ცხოვრების, ქართული და უცხოური მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ეთიკის, ესთეტიკის ღრმა ცოდნით. მისი ესეები თუ სტატიები დაწერილია უზადო ქართულით. ნათარგმნი აქვს კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ცალკეული ნაშრომები, ო. ბალზაკის, სტენდალის, პ. მერიმეს, ა. ფრანსის, ა. დოდესა და სხვ. ნაწარმოებები. მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი „შაგრენის ტყავი“, „წითელი და შავი“, „ტრისტან და იზოლდა“, „ღმერთებს სწყურიათ“ ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებადაა მიჩნეული. იყო მრავალი პუბლიკაციის ავტორი ლიტერატურათმცოდნეობის, კრიტიკის, ხელოვნების სფეროში; მის კალამს ეკუთვნის მემუარული ხასიათის ნაშრომები „განთიადიდან შუადღემდე“ და „თანამედროვის ჩანაწერები“. მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ჟანრის ეს მოგონებები როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ისე საბჭოთა პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილის საინტერესო პირველწყაროა. ჰყავდა მეუღლე ანასტასია ამირეჯიბი და ქალიშვილი მანანა. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ოთარ ჯანელიძე

თხზულებები

გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, სამ ტომად, თბ., 1963-1968.

ლიტერატურა

ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები