ქიქოძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:03, 10 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიქოძე ნიკოლოზ მოსეს ძე (?-?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი.

1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ აირჩია საქართველოს სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. ნოე ჟორდანიას დავალებით, 1919 წლის დეკემბერში მიენდო ქალაქ თბილისის გამგეობის რევიზია. 1920 წლის აპრილში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

ნიკოლოზ მოსეს ძე ქიქოძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები