ქიწნისის ყველაწმინდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიწნისის სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. აგებულია 1895 წელს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9 X 4,9 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შენობა ძლიერ დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა და ლავგარდანი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი განიერი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვეშ, კედელში დატანებულია დიდი თლილი ქვა, რომლის მხედრული წარწერა ეკლესიის აშენების თარიღს გვაუწყებს. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია სწორკუთხა, ორივე მხრიდან დამრეცი თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც აგურისსახურავიანი გუმბათი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები