ქორდის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორდის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდის განაპირას, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVIII საუკუნის შუა პერიოდით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრული და ორსართულიანია (დიამეტრი 8,4 მ). ნაგებია რიყის ქვით გამოყენებულია აგურიც. შენობა დაზიანებულია. პირველი სართული დამხმარეა, მეორე კი - საცხოვრებელი. შესასვლელი სწორედ, აქ არის, მეორე სართულზე, ჩრდილოეთის მხრიდან. იქვე, კარის არეში, იწყება კიბეები. ერთ მათგანს ჩადის პირველ სართულზე, მეორე კი ზემოთ მიემართება. კოშკის პირველ სართულს ნახევარსფერული გუმბათი ხურავს, მეორეს კი - რვაწახნაგა. თუ ქვედა სართულის კედლები სწორზედაპირიანია, მეორე სართული დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. მეორე სართულზე, კარის პირდაპირ, როგორც ეს მეტწილად გვხვდება, ბუხარია მოთავსებული; ამავე სართულზე, კედლებში განლაგებულია დიდი და პატარა ნიშები, მარტივი და რთული სათოფურები და სხვა. ფასადებიდან მორთულია შესასვლელის მხარე. კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი, გვერდებზე კი - ვერტიკალურად განლაგებული რომბები.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები