ქორდის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორდის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5 X 8 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილები, კუთხეები და კარ-სარკმლის წირთხლები თლილი ქვისაა. კამაროვანი გადახურვა ჩანგრეულია. შენობის ნახევარწრიული, ტიმპანებიანი შესასვლელები სამხრეთითა და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით - ორი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ნახევარწრიული თაღია. საკურთხეველი, რომელიც თავდაპირველად ერთი საფეხურით ყოფილა აწეული, შემდეგში კიდევ უფრო აუმაღლებიათ და აქ აგურისა და ქვის ორკარიანი კანკელი დაუდგამთ. აღმოსავლეთის ფასადზე, კეხის ქვემოთ, მომწვანო ქვაზე დაბალრელიეფიანი ჯვარია გამოსახული. დანარჩენ ფასადებს მარტივი ფორმის გრეხილი გასდევს. დასავლეთის კედელზე სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. იკითხება პირველი სტრიქონი: „ქრისტე შეიწყალე გიორგი...“. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან მიუშენებიათ სწორკუთხა სათავსები, რომლებიც ნაგებია რიყის ქვით. სამხრეთის მინაშენს, რომელიც ეკლესიის სამხრეთ სარკმლებს ფარავდა, შესასვლელი სამხრეთით აქვს, დასავლეთისას - დასავლეთით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები