ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ქუთათელაძე

ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე (1871, სოფ. ხონი, ქუთაისის გუბ. - ?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1893 წელს დაასრულა. 1891 წელს მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს გიმნაზიიდან. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901-1905 წლებში მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. 1914 წელს გაიწვიეს ჯარში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებაში გამომძიებლად, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტად. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები