ქურციკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქურციკი

ქურციკი - მომცრო ზომის ცხოველია, რომლის სიმაღლე ნიდაოში 60-80 სანტიმეტრს შორის მერყეობს, სიგრძე 90-115 სმ-ია, წონა 18-33 კილოგრამი. ამ ზომის ცხოველისათვის მას საკმარისად გრძელი (15-20სმ.) კუდი აქვს, რომელიც ჩამოშვებულ მდგომარეობაში ორად ყოფს ქათქათა თეთრ „სარკეს“. როგორც წესი, რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებს და მათი სგრძე 25-43 სანტიმეტრია, თუმცა ისინი ხანდახან მდედრებსაც აქვთ, მაგრამ გაცილებით მოკლე - მათი სიგრძე 5 სანტიმეტრს არ აღემატება.

მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები კი 18 თვის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ქურციკი ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას, რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. ისინი ზაფხულობით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად, რომლებშიც თავს იყრის 10-15 ინდივიდამდე; ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს, რომლებშიც რამდენიმე ასეული ინდივიდია გაერთიანებული.

რიგი: წყვილჩლიქოსნისნაირნი - Ordo: Artiodactila Owen;

ოჯახი: ღრურქიანისებრი - Familia: Bovidae Gray;

ქვეოჯახი: ანტილოპისებრნი Subfamilia: Antilopinae Baird, 1857 = ქურციკისებრნი - Gazellinae Coues,;

გვარი: ქურციკი ანუ გარეთხა - Genue: Gazella De Blainville;

სქართველოში ბინადრობდა სახე - ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - Gazella Subgutturosa Guldenstaedit.


ქურციკის საგვარეულო მრავალრიცხოვანია. ითვლება, რომ მსოფლიოში არსებობს 12 სახის ქურციკი. ესენია:


  • გრანტის ქურციკი - Gazella granti Brooke, 1872 (ბინადრობს სუდანის, ეთიოპიისა და სომალის სამხრეთ ნაწილში, უგანდაში, კენიასა და ტანზანიაში);
  • სომალის ქურციკი - Gazella soemmerringi Cretzschmar,1826 (ბინადრობს სუდანში, ეთიოპიასა და სომალში);
  • ქურციკი-დამა - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს სამხრეთ მაროკოდან სენეგალამდე და მის აღმოსავლეთით, თეთრ ნილოსამდე);
  • ჩვეულებრივი ქურციკი - Gazella dama Pallas, 1766 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახზევარკუნძულზე, ირანში, პაკისტანში, დასავლეთ ინდოეთში);
  • ქურციკი დორკასი - Gazella dorcas Linnaeus, 1758 (ბინადრობს ჩრდილოეთ აფრიკაში ჩრდილოეთ განედის 130-მდე და არაბეთის ნახევარკუნძულზე);
  • წითელშუბლა ქურციკი - Gazella rufifrons Gray, 1846 (ბინადრობს საჰარასა და უდაბნოს სამხრეთ ზოლში, სენეგალიდან ჩრდილოეთ ეთიოპიამდე);
  • ტომსონის ქურციკი - Gazella thomsoni Gunther, 1884 (ბინადრობს კენიაში, ტანზანიასა და ცალკე - სამხრეთ სუდანში);
  • სუდანის ქურციკი - Gazella tslonura Heuglin, 1868 (ბინადრობს სუდანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ეთიოპიის ჩრდილოეთში);
  • სპიკის ქურციკი - Gazella spekei Blyth, 1863 (ბინადრობს სომალში და ეთიოპიაში);
  • პელცელნის ქურციკი - Gazella pelzelini Kohl, 1886 (ბინადრობს სომალში);
  • ქვიშნარის ქურციკი - Gazella Leptoceceros F. Cuvier, 1843 (ბინადრობს ცენტრალურ საჰარაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე);
  • ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - 1780. მისი არეალია: არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი (გადაშენებულია), აზერბაიჯანი - ჩრდილოეთ-დასავლეთის სტეპები (მცირერიცხოვანი პოპულაცია), შირვანის ნაკრძალი (დაახლოებით 6 000 ინდივიდი) და მიმდინარე სტეპები; თურქმენეთი, ყაზახეთის სამხრეთ ნაწილი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, მონღოლეთის სამხრეთ ნაწილი, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი.




წყარო

ბადრიძე ი. ქურციკი - თბ., 2003: შპს "სი-ჯი-ეს" კალამუს გრაფიკის სტუდია - 19გვ.: ილ.; 20სმ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები