ღობურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღობურები - მოწყობილობები, ნაგებობები და ნანგრევები ჯარების (ძალების) მოძრაობის აღსაკვეთად ან გასართულებლად. იქმნება მოწინააღმდეგის დასაზიანებლად, რათა შეაკავონ ან გააძნელონ მისი მოძრაობა და მოქმედება, შებოჭონ მანევრი, ან აიძულონ იაროს მოწინააღმდეგის ჯარებისათვის ხელსაყრელი მიმართულებით.

ზემოქმედების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ ასაფეთქებელ (შეიძლება იყოს ნაღმასაფეთქებელი და ბირთვულნაღმიანი), არაასაფეთქებელ, დასამუხტ და კომბინირებულ ღობურებს;

გამოყენების ადგილის და დანიშნულების მიხედვით - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ღობურებს;

მასშტაბის მიხედვით - ოპერატიულ და ტაქტიკურ ღობურებს. მჭიდროდ უკავშირდება ცეცხლის სისტემას, დაზიანების სხვადასხვა საშუალებების დარტყმებს.

სახმელეთო ღობურა იქმნება ხმელეთზე და არის: ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო, შერეული და ტრანსპორტსაწინააღმდეგო, ასევე საჰაერო დესანტსაწინააღმდეგო.

საჰაერო (თვითმფრინავსაწინააღმდეგო და ვერტმფრენსაწინააღმდეგო) და წყლის დაბრკოლებების ღობურა იქმნება დედამიწის ირგვლივ სივრცეში იმ მიზნით, რომ აღკვეთონ მოწინააღმდეგის თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ქმედება, აგრეთვე გაართულონ ბომბტყორცნა, განსაკუთრებით, მცირე სიმაღლიდან და პიკირებიდან. ისინი შეიძლება იყოს დანაღმული, გვარლის და ბადეების, მისაბმელი აეროსტატებით ან საჰაერო ბურთებით ასატანი და სხვა.

საზღვაო ღობურებს აგებენ ზღვის აკვატორიებში, ზედაპირულ შრეში, წყლის სისქეში და ფსკერზე. მისი მიზანია მოწინააღმდეგის ხომალდების და გემების დაზიანება, საკუთარ სანაპიროსთან ზღვიდან მისადგომების დაფარვა, სრუტეებსა და ვიწრო ადგილებში მოწინააღმდეგის ხომალდების გავლის დაბრკოლება. ასევე წყალქვეშა ნავების, კატარღების, წყალქვეშა დივერსანტების, ტორპედოების სამხედრო-საზღვაო ბაზებში, ნავსადგურებში, რეიდებზე, ღუზის სადგომებში შემოღწევის თავიდან აცილება და ა.შ.

ღობურები შეიძლება იყოს ნაღმური (აქტიური და თავდაცვითი), ბადის, ბონების და კომბინირებული. კომბინირებული ღობურების განსაკუთრებული სახეობაა დესანტსაწინააღმდეგო ღობურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები