ყარათუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:56, 26 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარათუბანი – ყოფილი სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, გორგულის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 1 კილომეტრით.

ხალხური გადმოცემის მიხედვით სოფლის სახელწოდება თურმე სიტყვა ყორესთან ყოფილა დაკავშირებული. ძველად თათრის ჯარი შემოსევის მესხეთს და ეს აყვავებული სოფელი მთლიანად დაუნგრევია, ყორედ უქცევია; ხალხს კი მისთვის ყორეთუბანი შეურქმევიაო. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ტოპონიმის პირველი ფუძე თურქ. ყარა სიტყვისაგან („შავი“) გვაქვს მიღებული და ამიტომ ყარათ–უბანი „შავუბნად“ უნდა გავიგოთო. ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქმულია სხვა ქართველი გეოგრაფების მიერაც.“ ფაქტს, რომ ქართულ გეოგრაფიულ ნომენკლატურაში სიტყვა უბან-ი ჩვეულებრივ, გვარებისაგან წარმომდგარ ტოპონიმებში გვხვდება (ლეჟუბანი, ქველეთუბანი, გუდათუბანი…), მაშინ ყარათუბანიც ქართულ ანთროპონიმულ სახელწოდებად უნდა ვცნოთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ პირველი ფუძე თ-ანიან მრავლობითშია დასმული და ამიტომ იგი ისეთსავე სახელად გვეჩვენება, როგორიცაა: მარტო-თ-უბანი, ჯიქ-თ-უბანი, ყველაან-თ-უბანი რუსაან-თ-უბანი მთიულ-თ-უბანი …

ყარა-თ-უბანი, მაშასადამე, შეიძლება გავიაზროთ როგორც ყარაშვილთა (ყარალაშვილების?) უბანი.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები