ყაყაჩო (Papaver hybridum L.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაყაჩო (Papaver hybridum L.)

ყაყაჩო – (Papaver hybridum L.); ოჯახი: ყაყაჩოსებრნი (Papaveraceae). 10-50 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. დატოტვილი, სწორი, ჯაგრისებურად შებუსული. ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ხაზურად არის დანაკვთული. ყვავილის ყუნწებიც და კოკრებიც ჯარგისებურად არის შებუსული. ყვავილი ვარდისფერია ან წითელი. გვირგვინის ძირი მცირე ზომის შავი ლაქით არის წარმოდგენილი. ყვ. ნაყ. IV-VI. იზრდება ველებისა და ნახევარუდაბნოების ფორმაციებში, ნათესებში და მშრალ ფერდობებზე. მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გავრცელებულია იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები