ყველის დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველის დედა კვეთი, რძის ჩასაკვეთად გამოყენებული ხსნარი.

საქონლის კვეთს დაამარილებდნენ და გაახმობდნენ, შემდგომ ქილაში ჩადებდნენ, ზემოდან მაწვნის შრატს დაასხამდნენ და ერთი კვირით თბილ ადგილზე გააჩერებდნენ. ცალკე შეამზადებდნენ გამოხდილ და გობზე დასხმულ, შემჟავებულ რძეს, რომელსაც შრატში ჩაგდებულ კვეთს დაასხამდნენ, მოურევდნენ და დაელოდებოდნენ. შემჟავებულ რძეს პერიოდულად მანამდე უმატებდნენ, სანამ არ ჩაიკვეთებოდა ანუ სანამ არ შედგებოდა.



ლიტერატურა

სამსონია, 1986:81.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები