ყვითელი ხავერდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი ხავერდი

ყვითელი ხავერდა - სინონიმები: ერევნული ხავერდა, არაბკა. ატმის ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. სომხეთში არ არის გავრცელებული, გვხვდება მხოლოდ ცალკე მდგომი ხეები, შეტანილია საქართველოდან. საქართველოს რაიონებში ხშირად გვხვდება ატმის ნარგავებში. ნაყოფის წვრილი ზომის გამო ამ ჯიშმა სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა სამრეწველო ასორტიმენტში. მის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ხის ძლიერი ზრდა, საღი შეფოთვლა და უხვი მოსავლიანობა.

ყვითელი ხავერდას ყვავილი

ნაყოფი ლამაზად არის შეფერილი; კარგად იტანს ტრანსპორტს, ძალიან კარგი სამურაბე ჯიშია. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში.

ხე

ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ინვითარებს მრავალ, ხშირ ვარჯს, ახასიათებ ხშირი შეფოთვლა.ფოთოლი მოყვითალო–მუქი–მწვანე ფერისაა, ორი პატარა მომრგვალო ჯირკვლით ფოთლის ყუნწზე. ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ყვავილი პატარაა, აგურისფერი გვირგვინის ფურცლებით.

ნაყოფი

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ნაყოფი წვრილია, მრგვალი ფორმის. ღარი ნაყოფზე თითქმის არ ემჩნევა. ნაყოფის ფუძე მრგვალი აქვს, ვიწრო და ღრმა ღრუით. ნაყოფი ბოლოვდება ღრუთი.

ნაყოფის კანი მკვრივია, მუქი წითელი ფერისაა. შებუსვა მოკლე ხავერდისებრი ახასიათებს.

ნაყოფის ხორცი მუქი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, მშრალი, ტკბილი, ძლიერ ხორცოვანი. სახრავი ჯიშია, კურკა საშუალო სიმსხოსი აქვს.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები