ყორაო (წამალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყორაო''' – შაბი, თაფლი და ლილა ხალხურ მედიცინაში ენის ტკივი...)

17:30, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია

ყორაო – შაბი, თაფლი და ლილა ხალხურ მედიცინაში ენის ტკივილისას სამკურნალოდაც გამოიყენებოდა: ყორაოს − კოწარუხს ავადმყოფს მტკივან ენაზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა და დადებით შედეგს იძლეოდა, ასევე, შაბნარევი წყლის ხსნარით ენას მოიბანდნენ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდებოდა; შაბიამინს კვერცხის ცილაში გათქვეფდნენ და მიღებულ ხსნარს ავადმყოფს მტკივან ენაზე წაუსვამდნენ. პროცედურა დღეში სამჯერ სრულდებოდა; თაფლსა და ლილას ერთმანეთში შეურევდნენ და მტკივან ენაზე იცხებდნენ. პროცედურა დღეში ერთჯერ სრულდებოდა.



ლიტერატურა

კოხრეიძე, 1958:26; აბაშიძე, კომახიძე, 1998:165.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები