ყორღანული ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 12 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყორღანული ველი - არქეოლოგიური ძეგლი სავარაუდოდ თარიღდება ძვ.წ. III ათასწლ. II ნახ-ით. შედგება ორი ჯგუფისაგან, ე.წ. გორაკების მიწებისა და თანდიწყაროსაგან.

გორაკების მიწების (ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს ზეიანებს და შამპანურებსაც უწოდებს) ყორღანების ჯგუფი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ხელთუბანსა და სოფელ კვარხითისაკენ მიმავალ სასოფლო გზას შორის.

თანდიწყაროს ჯგუფი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზეა, ამავე სახელწოდების წყაროს მახლობლად, ქვემო ახალსოფლისაკენ მიმავალ გზაზე. მთელი ყორღანული ველი მოსნულია. ყორღანული ველზე სამი სახის ყორღანებია: ქვამიწაყრილიანი, ქვისზღუდიანი მიწაყრილიანი და ქვაყრილიანი. ყრილები თითქმის მიწასთან არის გასწორებული. შედარებით კარგად შემონახული ხუთი ყორღანის დიამეტრი მერყეობს 15-დან 40 მ-მდე, სიმაღლე – 0,8-3 მ–მდე.

ველზე გაითხარა ორი ყორღანი (გორაკების მიწების ჯგუფი). №4 ყორღანი , რომელიც მდებარეობს სოფლიდან 0,5 კმ-ზე, თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXII სს-ით და უნდა ჩაითვალოს თრიალეთის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ყორღანების თანადროულად. გათხრის დროს ერთ-ერთ ყორღანს უკვე აღარ ჰქონდა ყრილი. მის არსებობაზე მიგვანიშნებღა რიყის ქვის ძლიერ დეფორმირებული წრიული სარტყელი (I7X14 მ) და ცენტრალურ ნაწილში რიყის ქვების სიჭარბე. სამარხი ორმო (3X2,5 მ, ფსკერთან - 2,5X2 მ, სიღრმე 1,2 მ) ამოჭრილი ყოფილა დაახლოებით ყრილის ცენტრში. იგი დამხრობილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთოსკენ. სამარხი კუოხეებმომრგვალებულია, ოდნავ რკალურგვერდებიანი, ფსკერთან შევიწროებულია. ფსკერზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კედლების გასწვრივ, ურმის თვლებისათვის ამოღებულია 0,2-0,25 მ სიღრმისა და ამავე სიგანის თხრილები (ურემი შემონახული არ არის). სამარხი ძლიერ დაზიანებულია, ალბათ გაძარცულიც. ვერ დადგინდა მიცვალებულის დაკრძალვის პოზა. ნაპოვნია ერთი ტუფოგენური ქვის სანაყი და ხუთიოდე თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, აღდგა მხოლოდ ერთი ჭურჭელი. სამარხის თავზე უნდა ყოფილიყო მცირე ქვაყრილი, შემდეგ კი – მიწაყრილი, რომელიც 1,5-2 მ სიგანის რიყის ქვის სარტყლით იყო შემოზღუდული.

მეორე ყორღანი მდებარეობს წინა ყორღანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მ-ზე. თარიღდება დაახლოებით ძვ. ძ. XXIII-XXI სს-ით, რასაც ადასტურებს სამმარხეული კერამ-ნაწარმის ერთგვარი მსგავსება მტკვარ-არაქსის კულტურის დასასრულისა და ე.წ ალაზან-ბედენური პერიოდის მასალებთან. რადიონახშირბადის დათარიღების დღეისთვის არსებული შესწორებული მნიშვნელობების გათვალისწინებით კი შეიძლება ძვ. წ. XXVII-XXVI სს-ს მივაკუთვნოთ, ეს ყორღანიც მთლიანად იყო გადასწორებულთ დასაკრძალავი ორმო მდებარეობდა ყორღანის ცენტრში. ორმო ძელებით გადაუხურავთ. მასზე ჯერ ქვაყრილი (8X6 მ), შემდეგ კი მიწაყრილი (დიამ. 23მ) აღუმართავთ. მიწაყრილისთვის, ჩამორეცხვისა და გაფანტვის თავიდან ასაცილებლად, შემოუვლიათ რიყის ქვის (სიგ. 1,5 მ) სარტყელი. სარტყლის ჩათვლით ყორღანის დიამეტრი 26 მ-ია. სამარხი ორმო (ზედაპირთან 4X3,25 მ, ფსკერთან 3,55X X2,50მ) სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენაა წაგრძელებული და ამორფული ოთხკუთხედის ფორმა აქვს. მისი სიღრმე მინდვრის ძველი ზედაპირიდან 2,25 მ–ია. სამარხი დაზიანებულია. დამტვრეული და ერთმანეთში არეულია სამარხეული ინვენტარი (თიხის ჭურჭელი, სარდიონის (4), თეთრი მინის იოტა მძივები, ნიჟარა, ბრინჯაოს მრგვალი ღერო, ოთხწახნაგა, მოკლე, პირამიდულწვერიანი, ბოლოგათხელებულღეროიანი ისრისპირი). სამარხეული მასალა თითქმის მთლიანად თავმოყრილი იყო ორმოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

სამარხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ტალახითა და ქვით საგანგებოდ ნაგები მცირე ბაქანი (0,8 X 0,8X 0,6 მ), რომელიც ფარავდა ამ კუთხეში სამარხის ფსკერთან არსებულ მომცრო (0,6X0,4 მ) ხვრელს (ქვაბულს) ხვრელი ცარიელი იყო. სამარხი ინჰუმაციურია. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. დასაკრძალავ რიტუალში გამოყენებული ყოფილა ოთხთვალა ურემი თუ საზიდარი, რასაც ადასტურებს სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე ურმის ერთი თვლის ანაბეჭდი და სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ორმოს ფსკერზე გავლებული ორი პარალელური თხრილი-ღარი.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები