შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 11 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავშვების სამხრეთით ერთ კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (12,1 X 5,7 მ). ნაგებია კირქვის კვადრებით. 1920 წლის მიწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. კედლები ორმეტრმდეა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია.