შალახო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 3 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შალახო – სომხური ხალხური მამაკაცთა ცეკვა. გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანში. მუსიკალური ზომა 6/8. სრულდება მხიარულად, ხალისიანად. სრიალა სწრაფი ნაბიჯები მონაცვლეობენ ხშირ გადაბიჯებასთან, ხრახნისებრ მოძრაობებთან. ცეკვას თან სდევს შემსრულებლის ცხვირსახოცით თამაში.