შალახო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შალახო – სომხური ხალხური მამაკაცთა ცეკვა. გავრცელებულია აგრეთვე აზერბაიჯანში. მუსიკალური ზომა 6/8. სრულდება მხიარულად, ხალისიანად. სრიალა სწრაფი ნაბიჯები მონაცვლეობენ ხშირ გადაბიჯებასთან, ხრახნისებრ მოძრაობებთან. ცეკვას თან სდევს შემსრულებლის ცხვირსახოცით თამაში.