შალიკაშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე''' - (1896-1978) -საქართველოს დემოკრ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:SalikaSvili dimitri.jpg|thumb|'''დიმიტრი შალიკაშვილი''']]
 
'''შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე''' - (1896-1978) -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის [[ოფიცერი]]. უმცროსი ძმა პოლკოვნიკ
 
'''შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე''' - (1896-1978) -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის [[ოფიცერი]]. უმცროსი ძმა პოლკოვნიკ
 
[[დავით შალიკაშვილი|დავით შალიკაშვილისა]].  
 
[[დავით შალიკაშვილი|დავით შალიკაშვილისა]].  

მიმდინარე ცვლილება 17:15, 10 მაისი 2019 მდგომარეობით

დიმიტრი შალიკაშვილი

შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე - (1896-1978) -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. უმცროსი ძმა პოლკოვნიკ დავით შალიკაშვილისა.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის რანგში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1921 წლის იანვარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში მიავლინეს ოსმალეთში, გენერალ მუსტაფა ქემალთან, რომელიც მოგვიანებით ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და ცნობილია ათათურქის სახელით.

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოფიცრად მსახურობდა ჯერ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში (1921-1939), ხოლო შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შექმნილ ქართულ ლეგიონში (1942-1945). ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრდა ბავარიაში (დასავლეთ გერმანია) თავისი მეუღლის - გრაფინია მარია რუდიგერ-ბელიაევას (1906-1950) ნათესავებთან. 1952 წელს თავის ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა აშშ-ში. მისი ვაჟი - ჯონ-მალხაზ-დავით შალიკაშვილი (1936-2011) იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო პირი, კერძოდ, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე (1993-1997).

ნიკო ჯავახიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, შალიკაშვილები (ფესვები, ტრადიციები, დღევანდელობა), თბ., 1997;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузинобалтийских взаимоотношений, Рига, 2015.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები