შალიკაშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალიკაშვილი დიმიტრი“ გადაიტანა გვერდზე „დიმიტრი შალიკაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიმიტრი შალიკაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „შალიკაშვილი დიმიტრი...)

15:45, 10 მაისი 2019-ის ვერსია

შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე - (1896-1978) -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. უმცროსი ძმა პოლკოვნიკ დავით შალიკაშვილისა.

ბიოგრაფია

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის რანგში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1921 წლის იანვარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში მიავლინეს ოსმალეთში, გენერალ მუსტაფა ქემალთან, რომელიც მოგვიანებით ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და ცნობილია ათათურქის სახელით.

საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოფიცრად მსახურობდა ჯერ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში (1921-1939), ხოლო შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შექმნილ ქართულ ლეგიონში (1942-1945). ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრდა ბავარიაში (დასავლეთ გერმანია) თავისი მეუღლის - გრაფინია მარია რუდიგერ-ბელიაევას (1906-1950) ნათესავებთან. 1952 წელს თავის ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა აშშ-ში. მისი ვაჟი - ჯონ-მალხაზ-დავით შალიკაშვილი (1936-2011) იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო პირი, კერძოდ, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე (1993-1997).

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, შალიკაშვილები (ფესვები, ტრადიციები, დღევანდელობა), თბ., 1997;
  • Н. Джавахишвили, Очерки истории грузинобалтийских взаимоотношений, Рига, 2015.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები