შამქორის ბრძოლა 1195

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შამქორის ბრძოლა 1195 – ქართულ ლაშქარსა და ილდენიზიანთა ათაბეგის ჯარებს შორის.

XII საუკუნეში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მეტოქე სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო ილდენიზიანთა ფეოდალური სახელმწიფო, რომლის მეთაური ათაბეგის ტიტულს ატარებდა. 1190-იანი წლების I ნახევარში ილდენიზიანთა სახელმწიფოში ატეხილი შიდა ბრძოლის შედეგად ათაბეგობა ხელთ იგდო აბუ ბაქრმა, რომლის ძმამ, ამირ მირანმა, საქართველოს სამეფო კარს სთხოვა დახმარება. თამარმა ამირ მირანს ოფიციალურად მფარველობა აღუთქვა, რის შემდეგ სამხედრო შეჯახება აბუ-ბაქრთან გარდაუვალი გახდა.

გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1 ივნისს, ქ. შამქორთან. ქართულ ლაშქარს სარდლობდა დავით სოსლანი, ილდენიზიანთა ჯარებს – ათაბეგი აბუ ბაქრი. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა სრული გამარჯვებით დამთავრდა. აბუ ბაქრი გაიქცა. ქართველებმა ხელთ იგდეს 12 ათ. ტყვე და დიდი ნადავლი, მათ შორის ბაღდადის ხალიფის მიერ “საღვთო ომისათვის” გამოგზავნილი დროშაც. შამქორის ბრძოლის შემდეგ ილდენიზიანთა სახელმწიფო საქართველოსათვის სერიოზულ სამხედრო მოწინააღმდეგეს აღარ წარმოადგენდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები